მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დიასპორული პროგრამები წარადგინა

დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერის საგრანტო პროგრამის 2021 წლის შესარჩევი კონკურის დაიწყო

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდმა საგრანტო პროგრამა „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“ გახსნილად გამოაცხადა. პროგრამის მიზანია საზღვარგარეთის ქვეყნებში მცხოვრებ ქართველ ახალგაზრდებთან და სტუდენტებთან ინსტიტუციონალური ურთიერთობის განვითარება,- ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით, საგრანტო პროგრამას 2018 წლიდან ახორციელებს.

მისი ამოცანაა „ახალგაზრდა ელჩების“ მიერ, სხვა ქვეყნებში საქართველოს, მისი კულტურის პოპულარიზაცია, ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა, უცხოელ მეგობართა ქსელის შექმნა და ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ურთიერთობა. პროგრამა, აგრეთვე, მძლავრი მექანიზმია სახალხო დიპლომატიის გასააქტიურებლად.

„პროგრამის ფარგლებში, იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ცხოვრობენ საზღვარგარეთ, შესაძლებლობა ეძლევათ, გახდნენ „ახალგაზრდა ელჩები“ ადგილსამყოფელ ქვეყნებში და ინფორმაცია მიაწოდონ თანატოლ ქართველ და უცხოელ ახალგაზრდებს საქართველოს ისტორიის, ეკონომიკის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული პოლიტიკის შესახებ.

აღნიშნული პროგრამის წარმატებით განხორციელებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შეძლებს, მჭიდრო კავშირი დაამყაროს ქართული დიასპორის ახალგაზრდა წარმომადგენლებთან და მათ მიერ კულტურულ-შემეცნებითი, საგანმანათლებლო ღონისძიებებისა და სხვა ინიციატივების განხორციელების გზით, ხელი შეუწყოს ქვეყნის განვითარების პროცესში მათ აქტიურ ჩართულობას“, - ნათქვამია განცხადებაში.

მათი თქმით, წელს, პროგრამის ფარგლებში, „ახალგაზრდა ელჩები“, მსოფლიოს 30 ქვეყანაში, ღია კონკურსის საფუძველზე შეირჩევიან. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების წარმოდგენის ვადა 2021 წლის 5 აპრილიდან 5 მაისის ჩათვლით იქნება.

პროგრამა წელს, პირველად, საპილოტე რეჟიმში ხორციელდება და მის ფარგლებში დაფინანსდება საზღვარგარეთ მოქმედი ქართული ფოლკლორული ანსამბლების ფუნქციონირების და მათი შემდგომი განვითარების ხელშეწყობის მიზნით წარმოდგენილი პროექტები.

აღსანიშნავია, რომ ამჟამად საქართველოს ფარგლებს გარეთ 89 ქართული ფოლკლორული ანსამბლი მოქმედებს. საგრანტო თანხის საერთო ოდენობა შეადგენს 150 000 ლარს. კონკურსში გამარჯვებულ თითოეულ კანდიდატს კი გადაეცემა არაუმეტეს 10 000 ლარისა.

ცნობისთვის, კონკურსში შემოტანილი პროექტების განხორციელების ვადა განისაზღვრება მიმდინარე წლის 1-ელ დეკემბრამდე.