პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: ეპიდემიოლოგიური ვითარების გართულება მოსალოდნელი იყო, რადგან ოპოზიცია და მათი მომხრეები ყოველგვარი წესების დაცვის გარეშე ქუჩაში აურზაურს აწყობდნენ

ქართული ოცნების
მაჟორიტარი დეპუტატი, 2020
1606231689
დაკოპირებულია

„ეპიდემიოლოგიური ვითარების გართულება მოსალოდნელი იყო, რადგან ოპოზიცია და მათი მომხრეები ყოველგვარი წესების დაცვის გარეშე ქუჩაში აურზაურს აწყობდნენ“ – ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

ამასთან, ხუნდაძე ყველას, მთავარი რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს.

„ქვეყანაში ეპიდვითარება უარესდება. შესაძლო მეორე ტალღა პროგნოზირებადი იყო და რეალობად იქცა. მაგრამ ასევე მოსალოდნელი იყო გართულება იმის გამო, რომ ყოველგვარი წესების დაცვის გარეშე ოპოზიცია და მათი მომხრეები ქუჩაში აურზაურს აწყობდნენ. შედეგი სახეზეა, იმაზე უარესია მდგომარეობა, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო. მაგრამ შედეგი არის ის, რაც არის. ამიტომ საჭიროა, ამის შემდეგ მაინც ყველამ, მიუხედავად პოლიტიკური მრწამსისა და საკუთარი სურვილებისა, პოლიტიკურია თუ აპოლოტიკური, წესები დავიცვათ. საკუთარ ჯანმრთელობას გავუფრთხილდეთ და სხვისი ჯანმრთელობაც დავიცვათ. ყველამ ერთად კი ქვეყნის უსაფრთხოება დავიცვათ.

რაც შეეხება ამ ვითარებიდან გამოსავალს, არის ის, რომ მაღალ ხარისხში დავიცვათ ის წესები და რეკომენდაციები რასაც საკოორდინაციო საბჭო იძლევა, რაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერაა მოწოდებული, რომ დავიცვათ ფიზიკური დისტანცირება და ნიღაბი გამოვიყენოთ“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

როგორც ხუნდაძე აცხადებს, პაციენტის ჰოსპიტალიზება მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა მოხდეს, თუ მას სტაციონარული მკურნალობა ესაჭიროება.

„ასევე, მოსახლეობას მინდა ვურჩიო, იმის გამო, რომ კლინიკები ისედაც გადატვირთულია, ზედმეტად არ გადავტვირთოთ. კლინიკები პრაქტიკულად, თავის შესაძლებლობის მაქსიმუმზე არიან. კლინიკებში პაციენტები იმ საჭიროების მიხედვით მოვათავსოთ, როცა მათ სტაციონარული მომსახურეობა სჭირდებათ. ვითარება ჩვეულებრივი არ არის, ამიტომ წესებიც შესაბამისი უნდა იყოს. საჭიროების შემთხვევაში, პაციენტს ბინაზე უნდა მივხედოთ და ამისთვის არის ოჯახის და სოფლის ექიმი, პირველადი ჯანდაცვის რგოლი. პაციენტი კლინიკაში მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში გადავიყვანოთ, როცა მას სტაციონარული მომსახურება სჭირდება“, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

თბილისის ანძა
მთაწმინდაზე

თბილისი 212, იმერეთი - 61 კორონავირუსის...

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი 469 ინფიცირების ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 212 შემთხვევა. 

1611127038

სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1103 ფაქტი გამოვლინდა. აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

1611126700

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში  2987 პირი ემსხვერპლა.

1611126175

„ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 469 ახალი დადასტურებული შემთხვევა“, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის  მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

1611125976

„ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე და „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი 19 იანვარს „რუსთავი 2“-ის ეთერში ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

1611125910
ნავალნის ფილმი პუტინის
სასახლეზე

ნავალნის ფონდმა პუტინის სასახლეზე საგამოძიებო...

რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის კორუფციასთან ბრძოლის ფონდმა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სასახლეზე საგამოძიებო ფილმი გადაიღო. ფილმი გელენჯიკში, სოჭის მახლობლად  პუტინის სასახლეს ეხება. ამის შესახებ dw.com იუწყება.  

ჯო ბაიდენი ჯანდაცვის მინისტრის მრჩევლის...

აშშ-ის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ჯანდაცვის მინისტრის მრჩევლის პოსტზე პენსილვანიის მთავარ ექიმს, ტრანსგენდერ რეიჩელ ლევინს წარადგენს. ამის შესახებ Washington Post იტყობინება. 

ვაქცინაციის გეგმის განხილვა, უთანხმოება...

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

„ბიძინა ივანიშვილის წასვლა ძალიანაც არ მ...

„ბიძინა ივანიშვილის წასვლა, პიროვნულად, ძალიანაც არ მესიამოვნა და არ გამიხარდა. დარწმუნებული ვარ, უმრავლესობა ასეა. ახლა მეც ვგრძნობ და ყველა ირგვლივ, მოწოდებულია მეტი პასუხისმგებლობის გამოჩენისკენ, თუნდაც ერთმანეთის აზრის მეტად მოსმენისკენ, რადგან ყველაფერი ამის კოორდინატორი, შეიძლება ასე ითქვას, იყო ბიძინა ივანიშვილი“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა თეა წულუკიანმა სატელევიზიო ეთერში სტუმრობისას განაცხადა.