მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დიმიტრი ხუნდაძე: "ქართული ოცნების" ინიციატივა დასტურია, რომ ის ყველაზე ახლოს არის საზოგადოებასთან

ქართული ოცნების მაჟორიტარი, 2020

"ქართული ოცნების" დღევანდელი ინიციატივა იმის კიდევ ერთი დასტურია, რომ ის ყველაზე ახლოს არის საზოგადოებასთან. ხელისუფლების დამოკიდებულება საკუთარი საზოგადოების მიმართ კრიტიკულ სიტუაციაში უნდა გაიზომოს. არ მინდა წარსულს გადავწვდე, მაგრამ შედარებისთვის მაინც გამოგვადგება: 2008-ში გვახსოვს ალბათ, უპასუხისმგებლო დამოკიდებულებიდან - ჰალსტუხის მირთმევამდე. საბედნიეროდ, ეს უკვე წარსულია", - განაცხადა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძე "ქართული ოცნების" ინიციატივასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის თითოეული წევრი მომდევნო სამი თვის განმავლობაში კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში საკუთარი ხელფასის 1/3-ს გადარიცხავს.

მისივე თქმით, ურთულესი გამოწვევის წინაშე დგას არა მხოლოდ საქართველო, არამედ მსოფლიო და სწორედ დღეს ყველაზე მეტად არის საჭირო ერთობაც, სოლიდარობაც და სწორი მართვაც.

"დარწმუნებული ვარ, "ქართული ოცნების" დღევანდელი ინიციატივა იქნება სიკეთის გადამდები ტალღა", - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.