მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დიმიტრი ხუნდაძე: ფონდ "ქართუს" დახმარება ჰაერივით სჭირდებოდა ქვეყანას

დიმიტრი ხუნდაძე კორონა ვირუსზე

"ჩვენ მიჩვეული ვართ ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ყოველდღიურ დახმარებას და მითუმეტეს, კრიზისულ სიტუაციაში. დღეს ფონდ "ქართუს" დახმარება ჰაერივით სჭირდებოდა ქვეყანას", - განაცხადა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში.

მისივე თქმით, ერთია პროცესის სწორად მართვა, მაგრამ ამ ყველაფერს ფინანსები სჭირდება.

"უდიდესი ფინანსური ტვირთი აქვს დღეს ქვეყანას. ამიტომ, ნებისმიერი დახმარება და მითუმეტეს ამ მასშტაბის, ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისათვის და თითოეული მოქალაქისათვის. აქ საუბარია როგორც ჰოსპიტალური სექტორის მზაობაზე, ასევე სხვა მიმართულებებზე, მათ შორის: საკვები პროდუქტების მარაგზე, მედიკამენტების მარაგზე და ინდივიდუალური დაცვის საშუალებებზე. ვაპირებით სასუნთქი აპარატების დამატებას იმისათვის, რომ ყველაზე ცუდი სცენარის პირობებშიც კი, ჩვენ გვქონდეს აღჭურვის ის აქტიური რაოდენობა, რაც შესაძლოა დაჭირდეთ ჩვენს მოქალაქეებს", - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.