მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დიმიტრი ხუნდაძე: პოლიციამ მაღალი პროფესიონალიზმი აჩვენა, რადგან პრაქტიკულად არ არიან დაშავებულები

ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატი, 2020

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავების სპეცოპერაციისას სამართალდამცველებმა მაღალი პროფესიონალიზმი აჩვენეს, რადგან ღონისძიებას დაშავებულები პრაქტიკულად არ ჰყავს. 

„კარგი იქნებოდა, რომ ნიკა მელია დამორჩილებოდა კანონს, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე. ეს იყო მათი დესტრუქციული გეგმის ნაწილი, რომ უნდა მომხდარიყო ხმაური, მაგრამ არ მოხდა. პოლიციამ ძალიან მაღალი პროფესიონალიზმი აჩვენა. პრაქტიკულად, არ არიან დაშავებულები. მხოლოდ მცირედი დაზიანებები აქვთ ადამიანებს და ისინი ექიმების დაკვირვების ქვეშ არიან და მალე გაეწერებიან სახლებში.

მთავარი არის ის, რომ ქვეყანაში კანონის უზენაესობა არ უნდა დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ“, - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

შეგახსენებთ, რომ სპეცრაზმი „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შეიჭრა და პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ადმინისტრაციული წესით ასევე დაკავებულია 21 პირი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს მთავრობას და ოპოზიციას თავშეკავებისკენ მოუწოდებს

„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში სპეცოპერაციისას 21 პირი დააკავეს

„არ გადაიხადა, დაიჭირეს“ - ირაკლი კობახიძის განცხადება ნიკა მელიას დაკავებაზე