პოლიტიკა

დიმიტრი სპივაკი: მთელმა ოდესამ იცის, რომ სააკაშვილს ქალაქის მერობა სურს, იგი მერად ოდესელების 5%-ს სურს

დიმიტრი სპივაკი: მთელმა ოდესამ იცის, რომ სააკაშვილს ქალაქის მერობა სურს, იგი მერად ოდესელების 5 %-ს სურს
20:24 22.05
დაკოპირებულია

„მე ვერ წარმოვიდგენ, რომ ლეონიდ კუჩმამ ქალაქ თბილისის მერობა მოინდომოს, ან საქართველოს მთავრობის პემიერობა, ან რაიმე სხვა თანამდებობა ან სარკოზიმ“, - აცხადებს პოლიტოლოგი დიმიტრი სპივაკი, რომელიც მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკურ მონას უწოდებს. 

მისი თქმით, სააკაშვილის ენერგია არაპროგნოზირებადია, მართვის სურვილი კი დაუოკებელი.

„რატომ ვუწოდებ მე მას პოლიტიკურ მონას? იმიტომ, რომ ქართულ ხელისუფლებაში დაბრუნება მას არ გამოსდის. ბოლო ხუთი თვის განმავლობაში მისი ჩართვები ტელევიზიით ხდება მხოლოდ ოდესის ტელეარხებიდან, სადაც საუბრები მხოლოდ ოდესაზეა. მთელმა ოდესამ იცის, რომ მას ქალაქის მერობა სურს, შტაბი შექმნილია, გუნდი შექმნილია. ბოლოს ჩატარდა გამოკითხვა და რა შედეგი დაიდო? მხოლოდ და მხოლოდ 5 ანუ ოდესელების 5 %-ს სურს სააკაშვილი ქალაქის მერად. აი, ზუსტად მაშინ ისინი მიხვდნენ, რომ ეს ბოლო შანსია და სასწრაფოდ რამე უნდა მოიმოქმედონ, იმიტომ, რომ სააკაშვილის მდუღარე ენერგია არაპროგნოზირებადია, მართვის სურვილი კი დაუოკებელი. მისი ამერიკელი პარტნიორები, კიდევ ერთხელ გავმეორდები, რომ მას სერიოზული კავშირები აქვს, თვითონაც ნორჩი ყმაწვილი არ არის, მძიმე წონით კატეგორიაშია, მე ხომ მის ღირსებებს არ ვაკნინებ. ორჯერ იყო საქართველოს პრეზიდენტი, მაგრამ მე იმის თქმა მინდა, რომ რეფორმები, რომლებსაც ესე წარმოგვიდგენს უფრო ცხონებულ კახა ბენდუქიძეს ეკუთვნის, ეს კი ამ იდეების გამტარი ლოკომოტივი იყო“, - აცხადებს სპივაკი. 

მისი თქმით, ჩვენ ვცხოვრობთ გარემოებებში, სადაც არაფერი იმალება.

„მე არ ვიცი არც ერთი პოლიტიკოსი, ვისაც ერთი პოლიტიკური პარტია საქართველოში აქვს, მეორე პოლიტიკური პარტია უკრაინაში, მონაწილეობს არჩევნებში საქართველოში, მონაწილეობას იღებს არჩევნებში უკრაინაში. ანუ უნდა ძალაუფლება, უნდა მართვა, უკრაინა იქნება თუ სლოვაკეთი სულ ერთია, არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, მთავარია, რომ თავისი გუნდი გამოკვებოს“ - აცხადებს სპივაკი.

პოლიტიკოსს ასევე აინტერესებს, საიდან ფინანსები. 

„ისინი ხომ უკვე ოთხი წელია არსად მუშაობენ - საიდან ეს ყველაფერი? გასტროლები, მისვლა-მოსვლა, ოფისები, მანქანები, დაცვა, ვინმე ინახავს? გასაგებია, რომ მას გარკვეულწილად ეხმარებიან რაღაც ამერიკული ფონდები, ტრანსნაციონალური კორპორაციები, იმიტომ რომ სააკაშვილისნაირი ძლიერი აგენტები საჭიროა საქართველოშიც და სხვაგანაც, მაგრამ საქმე მარტო ამაში არ არის. ჯერ ერთი, როგორც უკვე ავღნიშნე ეს პოლიტიკური მონობაა“, - აცხადებს სპივაკი.

რუსეთი ჩარევა საქართველოს 2020-ის არჩევნებში

კრემლის კვალი 2020 წლის საპარლამენტო არჩ...

საქართველოში ამერიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კელი დეგნანი ამბობს, რომ რ...
ნაძალადევის რაიონში, სადმელის ქუჩაზე გზის კაპიტალური შეკეთება მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას...
15:51
ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 2020 წლის 7 ივლისს, 70 000 000 ლარის ნომინალური...
15:44
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, არასწორია გავრცელებული ინფორმაცი...
15:40
საქართველოს ბანკისა და შპს ვივის თანამშრომლობით კახეთში, გურჯაანში, თელავსა და ალავერდში 85 ჰექტარზე...
15:39
საქართველოს ბანკის ხელშეკრულება საქართველოს ბანკმა ევროპის საინვესტიციო ბანკი...
საქართველოს ბანკმა InnovFin SME Guarantee (InnovFin) პროგრამის ფარგლებში ევროპის საინვესტიციო ბანკის...
რუსეთი ამტკიცებს, რომ თალიბებთან არასდრო...
უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი აცხადებს, რომ რუსეთს თალიბებთან არას...
„როსკოსმოსის" ხელმძღვანელის მრჩეველი სახ...
„როსკოსმოსის“ გენერალური დირექტორის მრჩეველი ივან საფრონოვი ნატო-ს სპეცსამსახურე...
სატყეო სააგენტო მოსახლეობას უსაფრთხოების...
როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნულ სატყეო სააგენტოშ...