მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„დოკუმენტზე ხელის მოწერა ხელისუფლებასთან შეთანხმებით მოხდა და ის „ნაციონალური მოძრაობის“ დისკრედიტაციას ემსახურებოდა“- თაკო ჩარკვიანი

საბურთალოზე მაჟორიტარობის კანიდატი

პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი, თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

როგორც თაკო ჩარკვიანი აღნიშნავს, „კონსტრუქციული“ პოლიტიკოსების მიერ დოკუმენტზე ხელის მოწერა ხელისუფლებასთან შეთანხმებით მოხდა და ის „ნაციონალური მოძრაობის“ დისკრედიტაციას ემსახურებოდა.

„დიახ,კვლავ ვადასტურებ, რომ რიგი პოლიტიკოსების მიერ ცნობილ შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოწერა არის საკუთარი ამომრჩევლისთვის ზურგის შექცევა , რამაც დიდი და მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა საპარლამენტო ბოიკოტის იდეას. ( რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით) დარწმუნებული ვარ აღნიშნულ დოკუმენტზე ხელმოწერა ამ ჩვენი „კოსტრუქციული“ პოლიტიკოსების მიერ, განხორციელდა ხელისუფლებასთან შეთანხმებით ერთადერთი მიზნით, რომ მომხდარიყო ყველაზე მძლავრი ოპოზიციური გაერთიანების- „ნაციონალური“ მოძრაობის დისკრედიტაცია- მარგინალიზაცია.

გამომდინარე აქედან კვლავ ვადასტურებ, რომ აბსოლუტურად დროული და პოლტიკურად ადეკვატური გახლდათ მიხეილ სააკაშვილის მხრიდან საპასუხო, მყისიერი რეაგირება, გამჭრიახი და დროული სვლა- მოწოდება საკუთარი პარტიის მისამართით, რა თქმა უნდა მის მიერვე განცხადებაში მოყვანილი პირობების გათვალისწინების შემთხვევაში.
ზოგადად ეს არასახარბიელო ვითარება , დაბეჯითებით ვაცხადებ , გამოწვეულ იქნა ოპოზიციის უპრინციპო ნაწილის, რბილად რომ ვთქვათ, კონფორმისტული მოქმედებებით .....ჩემი პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უცვლელია!“ - წერს თაკო ჩარკვიანი.

ინფორმაციისთვის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტზე „საქართველოს წინსვლის გზა“ ხელმოწერის ცერემონია 19 აპრილს, პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.

შეთანხმებას ხელს აწერენ: „გირჩი“, ზურაბ ჯაფარიძე, „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, დავით ბაქრაძე, „რესპუბლიკური პარტია“, სალომე სამადაშვილი, „ქართული ოცნება“, „მოქალაქეები“

იხილეთ აგრეთვე:

✅„ევროკავშირში ძალიან ბევრი ეჭვი გაჩნდება ამ პარტიის ლიდერების პასუხისმგებლიან ქცევაზე“- ევროპარლამენტარი „ნაციონალურ მოძრაობაზე“

✅„გუშინდელი შეთანხმება არის დიდი, ძლიერი და სრულად ფუნქციური, დემოკრატიისკენ სწრაფვისკენ წინ გადადგმული ნაბიჯი“ - ამერიკელი სენატორები ჯინ შაჰინი და რონ ჯონსონი

✅„სასაცილოა ენმ-ს პოზიცია“ - სალომე სამადაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს