პოლიტიკა

ძნელი ასახსნელია, როდესაც ოდესღაც ქვეყნის პირველი პირი თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ თავისივე ადრინდელ განცხადებებს უპირისპირდება მსხვილი ჰესების მშენებლობაზე - იოსებ არჩვაძე

ეკონომიკის ექსპერტი
იოსებ არჩვაძე - Pia.ge
1614522052
დაკოპირებულია

ექსპერტი იოსებ არჩვაძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომლითაც სააკაშვილი ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს მხარდაჭერას უცხადებს. არჩვაძე აქვეყნებს ვიდეოს, სადაც მიხეილ სააკაშვილი მისი პრეზიდენტობის დროს ამბობს, რომ საქართველოში მომავალი წელი არის დიდი ჰესების მშენებლობის დაწყების წელი საქართველოში. 

იოსებ არჩვაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი იგივე პოზიციას აფიქსირებდა კობი-ქვეშეთის გვირაბის მშენებლობის თაობაზეც:

„აქსიომას წარმოადგენს, რომ რაც უფრო განვითარებულია ქვეყანა, მოსახლეობის ერთ სულზე გაანგარიშებით მით მეტ ელექტროენერგიას აწარმოებს და მოიხმარს. ჰიდროენერგიის უზარმაზარი პოტენციალი აქვს საქართველოს და დანაშაული იქნებოდა მისი ინტენსიური და ეფექტიანი არგამოყენება - რა თქმა უნდა, ეკოლოგიური მდგრადობისა და ეროვნული ინტერესების, პირველ რიგში, იქაური მცხოვრებლების ინტერესების გათვალისწინებით. მაგრამ ძნელი ასახსნელია, როდესაც ოდესღაც ქვეყნის პირველი პირი თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ თავისივე ადრინდელ განცხადებებს უპირისპირდება მსხვილი ჰესების მშენებლობაზე და დიამეტრალურად საპირისპირო პოზიციას იკავებს. - აქ, როგორც ლეგენდარული მეფე მიდასის ყურებივით, კარგად ჩანს წმინდა პოლიტიკური დისკურსი, რომელსაც ქვეყნის გრძელვადიან სტრატეგიულ ინტერესებთან საერთო არაფერი აქვთ. თანაც, განა მარტო ჰესებთან მიმართებაშია ასეთი რადიკალურად შეცვლილი საქართველოს ექს-პრეზიდენტის რიტორიკა? იგივე პოზიციას აფიქსირებდა ცოტა ხნის წინ იგი კობი-ქვეშეთის გვირაბის მშენებლობის თაობაზეც.
ერთ გულბოროტა, თავკერძა კაცზეა ანდაზა: „ჩემი ურგები ქოთანი ქვას და ლობიო - ძაღლს“. ესაა, რომ არც საქართველოა ვინმეს ქოთანი და არც მისი ინტერესების „მსხვრევის“ უფლება აქვს ვინმეს, მიუხედავად ადრინდელი თანამდებობისა და ნამდვილი თუ მოჩვენებითი დამსახურებისა“, - აღნიშნავს ექსპერტი და ვიდეოს აქვეყნებს.

კონფლიქტოლოგი

„ზელენსკის მოქმედება მშვენიერი ილუსტრაცი...

„თავის დროზე, ზელენსკიმ თამამად განაცხადა, რომ რუსეთისგან ეს პროვოკაცია კუნთების თამაში იყო და როგორც ჩანს, რუსეთი ამჯერად ამით შემოიფარგლა. ეს, რა თქმა უნდა, დასასრული არ არის, რადგან შესაძლოა, კიდევ გაგრძელდეს სხვადასხვა ეტაპზე, სანამ რუსეთი თავისას არ მიაღწევს და უკრაინას არ აიძულებს, ხელი მოაწეროს დონბასთან ისეთ ხელშეკრულებას, რომელიც მას აწყობს“, - ასე აფასებს კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარების დიდი მასშტაბით განლაგების საკითხს.

მიმდინარე წლის 22 აპრილს საქართველოს ელჩმა ლევან იზორიამ შეხვედრა გამართა ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარესთან ნორბერტ როტგენთან. შეხვედრისას განხილულ იქნა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და ევროკავშირის მედიაციით პოლიტიკურ პარტიებს შორის მიღწეული შეთანხმება, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

1619176868

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, რუსეთის აგრესია იყო ის მთავარი ხაზი, რომელზეც ქართველ კოლეგასთან შეხვედრის დროს ისაუბრა.

1619176451

ჭიათურაში მაღაროელები გაიფიცნენ, მათ სამუშაო პროცესი დილიდან შეწყვიტეს.

1619176267

„ჩვენ ძალიან ბევრი დრო დავკარგეთ, დაიკარგა ფაქტობრივად, 2014 წლიდან მოყოლებული დრო. დავკარგეთ ზუსტად ის პერიოდი, რაც ღარიბაშვილი აღარ იყო მთავრობაში, როგორც პრემიერ-მინისტრი,“ - ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტმა, ლადო პაპავამ განაცხადა.

1619175770
ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი: საქართველო მიესალმება უკრ...

საქართველო მიესალმება უკრაინის საზღვარზე დეესკალაციისკენ მიმართულ ნაბიჯებს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

დავით ნარმანიამ საქართველოს ბიზნეს ასოცი...

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს ელექტროენერგეტიკის სექტორში რეფორმების მიმდინარეობის პროცესი გააცნო. ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

ჭალადიდის დამშრობი მასივის გაწმენდითი სა...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნებობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ სამელიორაციო-ინფრასტრუქტურულ პროექტებს ქვეყნის მასშტაბით უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ჯარში არაადამიანური მოპყრობის საქმეზე შს...

ჯარში არაადამიანური მოპყრობის საქმეზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის საბრძოლო მომზადებისა და გადამზადების სამმართველოს ცვლის უფროსებს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.