მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეგვიპტეში დარჩენილი 6 ქართველი, სამშობლოში დაბრუნდება

ფასადი

სტუდენტები, რომლებიც კორონავირუსის გავრცელების გამო დაწესებული შეზღუდვების შედეგად, ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკიდან საქართველოში დაბრუნებას ვეღარ ახერხებდნენ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აქტიური ჩართულობით სამშობლოში დაბრუნებას შეძლებს.

აღნიშნულის შესახებ PIA.GE -ს საგარეო უწყებიდან აცნობეს.

სამინისტროს ცნობით, აღნიშნულმა მოქალაქეებმა დახმარების თხოვნით საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ეგვიპტეში საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზს მიმართეს. საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება ეგვიპტესა და სომხეთში საქართველოს საელჩოების ჩართულობით და ადგილობრივ ხელისუფლებებთან აქტიური თანამშრომლობით განხორციელდება.

"საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ შექმნილი უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც უცხოეთში იმყოფებიან და Covid 19-დან გამომდინარე ვერ ახერხებენ სამშობლოში დაბრუნებას საქართველოს მთავრობა გაუწევს დახმარებას. აქვე გაცნობებთ, რომ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატი კორონავირუსიდან გამომდინარე გადასულია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე. ყველა საელჩოში,ისევე როგორც საგარეო უწყებაში,მოქმედებს 24 საათიანი ცხელი ხაზი. მოქალაქეებს გაეწევათ ყველა საჭირო დახმარება და კონსულტაცია სამშობლოში გამომგზავრების ქმედითი მარშუტის მოძიებაში", - აცხადებენ საგარეო უწყებაში.