მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეკა ბესელია: დარწმუნებული ვარ, არჩევნებს ახალი კოალიცია მოიგებს

საქართველოს პარლამენტის წევრი 2020

„ეს არ არის ივანიშვილის გუნდი. ეს არის კობახიძის გუნდი და კობახიძე ვერანაირ არჩევნებს ვერ მოიგებს. მე ამაში დარწმუნებული ვარ. ამ არჩევნებს, ხალხის მანდატის გადაცემით აიღებს ახალი კოალიცია. ეს არის ჩემი ხედვა. და შემდეგ უნდა ვიფიქროთ, რას გავაკეთებთ და როგორ მივიყვანთ რეფორმებს ბოლომდე“, - ამის შესახებ პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა ეკა ბესელიამ სატელევიზიო ეთერში სტუმრობისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ქვეყანაში ყველა პრობლემის სათავე უსამართლობაა და რეფორმების მართლმსაჯულების სისტემიდან უნდა დაიწყოს.

„მართლმსაჯულების სისტემა სახელმწიფოს ფუნქციონირების ფუნდამენდია. ქაოსი და უპატრონობის განცდა უსამართლობიდან მოდის. არც სასამართლოა თავის ადგილას, არც მთავრობა და არც პარლამენტი. მე მჯერა, რომ როცა მართლმსაჯულების რეფორმას ბოლომდე მივიყვანთ, ქვეყანაში ყველა კრიზისი მარტივად დაიძლევა“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ინფორმაციისთვის, საპარლამენტო არჩევნები მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს გაიმართება. საკანონმდებლო ორგანოში მაჟორიტარული სიით 30, ხოლო პროპორციული სიით, 120 წევრი შევა.