მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეკა ბესელია: ივანიშვილმა უკვე იცის, რომ არჩევნებს ვერ მოიგებს

დამოუკიდებელი დეპუტატი 2020

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიას განცხადებით, პარტია „ქართული ოცნების“ პროპორციული სიის ოცეული ბიძინა ივანიშვილს გამარჯვებას ვერ მოუტანს.

„გამოვრიცხავ, რომ მისი გამარჯვების გუნდი იყოს ისეთი ხუთეული, რომელშიც კობახიძე და მდინარაძე იყოს მეოთე-მეხუთე ნომერი. მაქვს განცდა, რომ მან უბრალოდ ხელი გაუშვა თავის გუნდს. ისიც კი გამიკვირდა, ვინც მათ შეემატა, წარმატებული კალათბურთელი და სხვა სახეები. თუნდაც ის შეეძლო, რომ ოცეულში „ქართული ოცნების“ პირველადი იდეის ერთ-ერთი ავტორთაგანი მაინც ყოფილიყო. დარწმუნებული ვარ, ის თავის პოლიტიკურ დაფაზე სხვა კონფიგურაციას ალაგებს. მან უკვე იცის, რომ 2020-ის არჩევნებს ვერ მოიგებს“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ სატელევიზიო ეთერში ჩართვისას.

მისი თქმით, მაჟორიტარი დეპუტატობის ყველა კანდიდატს მოსახლეობასთან მმართველობის პრობლემურ საკითხებზე მოუწევს საუბარი.

„ყველა კანდიდატს მოსახლეობასთან მოუწევს საუბარი. მაგალითად შალვა კერესელიძეს მოუწევს ამომრჩეველს გასცეს პასუხი, რატომ დაუჭირა მხარი იმ მოსამართლეების დანიშვნას, რომლებსაც სააკაშვილის მმართველობის დროს ვაკრიტიკებდით“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ.

დამოუკიდებელი დეპუტატის განცხადებით, „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში არიან ისეთი პირები, რომლებიც მისთვის მოულოდნელი იყო.