მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეკა ბესელია: მის ამბიციებს რომ ხედავს, ამიტომ ივანიშვილი ცდილობს კალაძე უფრო დიდ სადავეებთან არ მიუშვას

პარტია სამართლიანობისთვის ლიდერი

პარტია „სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის მიერ არჩევნების შემდეგ პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილების გამოცხადება, ამომრჩევლის მოტყუებაა. 

„ივანიშვილს ეს გადაწყვეტილება არჩევნებამდე ჰქონდა მიღებული და მისი მხრიდან პატიოსანი საქციელი იქნებოდა ეს არჩევნებამდე ეთქვა, რადგან „ქართული ოცნების“ ამომრჩეველმა სწორედ ბიძინა ივანიშვილს მისცა ხმა და არა კობახიძეს. ახლა, ოქტომბერში რომ იქნება თვითმმართველობის არჩევნებში და „ქართული ოცნება“ დამარცხდება, ეს გამოჩნდება“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ.

მისი თქმით, პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძის დატოვება ბიძინა ივანიშვილისთვის უკვე არსებული მიღწევების შენარჩუნების გარანტიაა.

„მის ამბიციებს რომ ხედავს ივანიშვილი, სწორედ ამიტომ ცდილობს კალაძე არ მიუშვას უფრო დიდ სადავეებთან და გაცილებით უფრო კომფორტულია მისთვის კობახიძის ტიპის პერსონა ჰყავდეს გადაწყვეტილების მიმღებ პირად“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

👉 ინფორმაციისთვის, 11 იანვარს ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტი დატოვა და პოლიტიკიდან მიდის.

👉 „ქართული ოცნების“ ახალი თავმჯდომარის კანდიდატად მან ირაკლი კობახიძე დაასახელა.