მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეკა ბესელია: ველოდები პასუხს, დაუჭერს თუ არა მხარს მთავრობა პესიონერების სასამართლო ბაჟისგან გათავისუფლებას?

დამოუკიდებელი დეპუტატი 2020

დამოუკიდებლემა დეპუტატმა ეკა ბესელიამ პარლამენტში კითხვებზე საპასუხოდ მისულ პრემიერ-მინისტრს პენსიონერების სასამართლო სარჩელების ბაჟისგან გათავისუფლების შესახებ დაუსვა კითხვა.

ბესელია დაინტერესდა დაუჭერს თუ არა მხარს მთავრობა პესიონერების სასამართლო ბაჟისგან გათავისუფლებას.

"აქილევსის ქუსლად იქცა მიუღებელი ნორმატიული აქტი ავტორიზაციის შესახებ, რომელიც ეხება ბავშვებს და შეფერხებულია მისი მიღება, რადგან დაირღვა ვადები. როდის მოხდება ამ აქტის მიღება? 70 დღეზე მეტი გავიდა ამ კითხვის დასმიდან და პასუხი არ მიგვიღია. როდის იქნება ავტორიზაციის წესი მიღებული, რომ რეფორმა არ გაჩერდეს?", - აღნიშნა ეკა ბესელიამ.

ცნობისთვის, მთავრობის მიერ ინიცირებული საქართველოს კანონპროექტის თანახმად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესი ახალი სტანდარტის მიხედვით 2020-2021 სასწავლო წლის ნაცვლად 2026-2027 წლამდე დასრულდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ავტორიზაციის პროცესი კიდევ ერთხელ გადავადდა.