პოლიტიკა

ეკატერინა ზაჰარიევა: პანდემიის შედეგებს მხოლოდ ერთობლივი მოქმედებებით გავუმკლავდებით

ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრი 2020
09:14 26.05
დაკოპირებულია

ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და ვიცე-პრემიერი სამართლებრივი რეფორმების საკითხებში ეკატერინა ზაჰარიევა, ქართული მხარისთვის გამოგზავნილ წერილში, რომელიც ჰუმანიტარულ დახმარებას ეხება, აღნიშნავს, რომ ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთიანობა უმნიშვნელოვანესია.

„COVID-19-ის პანდემია ჯანდაცვის გლობალური კრიზისია, რომელმაც მთელი მსოფლიო უპრეცედენტო გამოწვევების წინაშე დააყენა და ძირეული ზიანი მიაყენა საზოგადოებებს. ჩვენ ყველამ კარგად გავაცნობიერეთ, რომ პანდემიის შედეგბთან წარმატებით გამკლავების ერთადერთი გზა გაერთიანება და ერთობლივი მოქმედებებით სოლიდარობის გამოვლენაა. დღეს, ბულგარეთის დევიზი - „ძალა ერთობაშია“, ჭეშმარიტია როგორც არასდროს!“ - ნათქვამია წერილში.

მინისტრის განცხადებით, მიუხედავად ბულგარეთში არსებული მრავალი სირთულისა, ქვეყნის მთავრობა არ აპირებს ამ რთულ დროს თავისი პარტნიორების მიტოვებას და მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოს გადმოსცეს ჰუმანიტარული დახმარება სამედიცინო მარაგების სახით, რომელიც 500 შეკვრა სპეციალურ აღჭურვილობას მოიცავს.

წერილში აღნიშნულია, რომ დახმარება არის ევროკავშირის ინიციატივის, „ევროპის გუნდისთვის“ ბულგარეთის მხარის კონტრიბუცია, რომელიც განკუთვნილია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მხარდასაჭერად პანდემიასა და მის შედეგებთან საბრძლოველად.

„ვიყენებ ამ შესაძლებლობას და თქვენ და ქართველ ხალხს ჯანმრთელობას და კეთილდღეობას გისურვებთ“, - წერს ზაჰარიევა.

საქართველოში კოვიდინფიცირების 731 შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაცვლილია 12 და გამოჯანმრთელებულია 300 პაციენტი.

Search Results Web result with site links საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობა

სუს-ი: ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე...

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, კასპის მუნიციპალიტეტში არსებული სხვ...
ტურიზმის სექტორისთვის კოვიდ-19 დაკავშირებული რეგულაციების ადაპტაციის მიზნით ტურიზმის ეროვნულმა ადმინ...
16:25
„მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას საქალაქო სასამართლოში 19 წლის ფეხბურთელის გიორგი...
15:44
საბურთალოს რაიონში, ყაზბეგის ქუჩაზე ერთ-ერთ სკვერს აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ბექა ფილფანის ს...
15:26
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალ...
14:43
ცსკ-ს კალათბურთელი „ვარ და ვიქნები ქართული სულის მატარებელი“- თო...
საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია, რომელიც მოსკოვის „ცსკა“-ში გადავიდა, სა...
11:17
ეზუგბაია: ახალი შემთხვევებიდან 3 იმპორტი...
დღეს საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა. თბილისის ინფექციურ...
აფრიკაში 51 ქართველი მეზღვაური გაემგზავრ...
51 ქართველი მეზღვაური ტოგოში, ქალაქ ლომეში გაემგზავრა, სადაც ისინი სხვადასხვა გე...
თამარ გაბუნია: ჯანდაცვის სექტორის გაძლიე...
ჩეხეთის რესპუბლიკა და განვითარების სააგენტო საქართველოში პირველადი ჯანდაცვის გაძ...