მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეკატერინე ტიკარაძე რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმართ ბრალდებებს პასუხობს

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე

„მნიშვნელოვანია, აქცენტი გაკეთდეს სამედიცინო მომსახურების ხარისხზე და არა – ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს მომსახურებაზე“, - ასე გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, რესპუბლიკურ საავადმყოფოში კვალიფიციური კადრები მუშაობენ.

„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საავადმყოფოები თავიანთ სტატუსს პროფესიონალი ექიმების დამსახურებით იღებენ. რესპუბლიკურ საავადმყოფოში მუშაობენ საუკეთესო კადრები და შესაბამისად, მნიშვნელოვანია, აქ აქცენტი გაკეთდეს სამედიცინო მომსახურების ხარისხზე და არა – ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს მომსახურებაზე“, - აღნიშნა ტიკარაძემ.

ინფორმაციისთვის, „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის" აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატიმა გედევან ფოფხაძემ თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არსებულ პირობებზე ისაუბრა.