პოლიტიკა

ექსპერტი ნავალნის სავარაუდო მოწამვლაზე: გაფრთხილებაა მათ მიმართ, ვინც ეცდება, ბელარუსის მსგავსი ტალღა ააგოროს პუტინის წინააღმდეგ

ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში
13:28 21.08
დაკოპირებულია

ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში ვახტანგ ძაბირაძე ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-სთან საუბარში რუსი ოპოზიციონერის, კრემლის ლიდერის ვლადიმირ პუტინის მთავარი ოპონენტის ალექსეი ნავალნის სავარაუდო მოწამვლას ბელარუსში მიმდინარე მწვავე პოლიტიკურ პროცესებს უკავშირებს.

ექსპერტი ამბობს, რომ მოსკოვს ამ ეტაპზე ხელსაყრელი ვითარება აქვს იმისთვის, რომ არასასურველი პირები ჩამოიშოროს.

ძაბირაძის თქმით, ნავალნის სავარაუდო მოწამვლა გარკვეულწილად გაფრთხილებაა მათთვის, ვინც ეცდება, რომ ბელარუსის მსგავსი პროტესტის ტალღა ააგოროს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის წინააღმდეგ.

„ძირითადად, ეს მაინც გამოწვეულია ბელარუსში მიმდინარე პროცესებით. აქ ორი მომენტია. დღეს მსოფლიოს ყურადღების ცენტრი გადატანილია მინსკზე და იმაზე, თუ რა ხდება ბელარუსში. დასავლეთი დაკავებულია იმით, რომ მოსკოვი არ ჩაერიოს ბელარუსის შიდა საქმეებში და დღეს ეს არის მისი მთავარი ამოცანა. შესაბამისად, მოსკოვს ჰგონია, რომ მისთვის არასასურველი პირები როგორმე ჩამოიშოროს. ამასთანავე, ეს არის გარკვეულწილად გაფრთხილება მათ მიმართ, ვინც, ეცდება ბელარუსის მსგავსი ტალღა ააგოროს პუტინის წინააღმდეგ. როგორც ჩანს, მოსკოვი ასე მიიჩნევს, არის საკმაოდ ხელსაყრელი ვითარება იმისთვის, რომ არასასურველი პირები რამენაირად გზიდან ჩამოიშოროს და ქვეყნის შიგნით განსხვავებულად მოაზროვნეებს, პუტინის არამხარდამჭერებს აჩვენოს, რომ კრემლი ასე იოლად არ დათმობს პოზიციებს და არ დაუშვებს, რომ ქვეყანაში ისეთივე სიტუაცია მიიღონ, როგორიც ბელარუსმა მიიღო!“, - აღნიშნა ძაბირაძემ.

ექსპერტი აცხადებს, რომ ბელარუსში მიმდინარე მოვლენები კრემლისთვის ძალიან სახიფათო და არასასურველია.

ძაბირაძე ვარაუდობს, რომ კრემლი „რაღაცისთვის ემზადება და ნავალნის წინააღმდეგ ეს სვლაც ამიტომ ჩატარდა“.

„მიუხედავად იმისა, როგორ დასრულდება ეს პროცესი, ეს კრემლისთვის არის ძალიან ცუდის სიმპტომი. მეტიც, გადამდები სიმპტომია. როგორც ჩანს, კრემლი რაღაცისთვის ემზადება და ეს სვლაც ამიტომ გაკეთდა. როდესაც ასეთი რამ იგეგმება ყველაფერი გათვალისწინებულია. თუ ეს დაიგეგმა და თუ ამას უშიშროება ახორციელებს, მათ იციან რით არის მოწამლული, რა ეფექტი ექნება, რა დიაგნოზი ექნება და სად უნდა მიიყვანონ. მოკლედ მთელი წრე იკვრება ასეთ შემთხვევაში“, - განაცხადა ძაბირაძემ.

ექსპერტი ვარაუდობს, რომ იმ შემთხვევაში თუ ოფიციალური მოსკოვის გათვლები ზერელე აღმოჩნდება, საქმის ბოლომდე მიყვანას ეცდება.

„მოსკოვი ეცდება, რომ საქმე ბოლომდე მიიყვანოს თუ ისევ და ისევ მისი გათვლები არ აღმოჩნდა, რბილად რომ ვთქვათ, ზერელე და თუ ამ ფაქტს დასავლეთი წაუყრუებს და ნავალნის ბელარუსში გაცვლის. დასავლეთს აქვს ხოლმე ხანდახან გადახვევები, მაგრამ მგონია, რომ ამ შემთხვევაში დასავლეთი უფრო კატეგორიული იქნება“, - დასძინა ექსპერტმა.

ინფორმაციისთვის, 20 აგვისტოს დილით ტომსკი-მოსკოვის ავიარეისზე რუსეთში კორუფციასთან მებრძოლმა და პუტინის პოლიტიკის კრიტიკოსმა ალექსეი ნავალნიმ ბორტზე თავი შეუძლოდ იგრძნო. ნავალნის მდგომარეობიდან გამომდინარე ლაინერი საგანგებოდ დაეშვა ომსკის აეროპორტში.

ოპოზიციონერი ამ დრომდე უგონო მდგომარეობაში იმყოფება. მისი გარემოცვა აცხადებს, რომ ის მოწამლულია. თავის მხრივ, კრემლში ამბობენ, რომ ინფორმირებულნი არიან ნავალნის მდგომარეობის შესახებ და გამოჯანმრთელებას უსურვებენ მას.

რუსი ოპოზიციონერის სავარაუდო მოწამვლას გამოეხმაურა თეთრი სახლის ლიდერი დონალდ ტრამპი. მომხდარს ასევე გამოეხმაურა გერმანიის კანცლერი ენგელა მერკელი. მერკელის განცხადებაშია ნათქვამია, რომ ისინი მოითხოვენ, სწრაფად და გამჭირვალედ გაირკვეს სიმართლე, თუ რა დაემართა ალექსეი ნავალნის და რა იმალება ამის უკან. ომსკის ექიმები ნავალნის გერმანიაში ტრანსპორტირებაზე უარს აცხადებენ. ოპოზიციონერის თანამებრძოლი ივან ჟდანოვი ეჭვობს, რომ ეს კრემლის მითითებაა. ის ასევე აცხადებს, რომ ნავალნის ორგანიზში მომწამლავი ნივთიერება აღმოაჩინეს, რომელიც გარშემომყოფებისთვისაც საფრთხის შემცველია.

ამ ეტაპზე არ სახელდება რა ნივთიერებაზეა საუბარი.

საქართველოში კორონავირუსით 23 ადამიანი გარდაიცვალა

დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირე...

საქართველოში, დღეს კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. 22 სექტემბრის...
15:53
„მოვიდა დრო, როცა უნდა მოვახდინოთ ვირუსთან ადაპტაცია“, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა...
20:35
„ავკრძალოთ მობილური ტელეფონების შეტანა საარჩევნო ჯიხურში“, - ამის შესახებ დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარ...
20:09
„ჩვენ ისევ გვიწევს გაუარესებულ სიტუაციაში ცხოვრება. კვლავაც პანდემიის რეჟიმში ვართ“, - განაცხადა ჯან...
19:24
აჭარის ტელევიზიის ოპერატორს კოვიდინფექცია დაუდასტურდა. როგორც აჭარის ტელევიზიის მიერ გავრცელებულ ინ...
19:22
შეხვედრა თავდაცვის სამინისტროში თავდაცვის მინისტრი ევროპაში მოკავშირეთა ძალებ...
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპაში მოკავშირეთა ძალების უმაღლეს სარდალს, გენე...
ზუგდიდის მერი მოქალაქეებს ჯანდაცვის სამი...
„კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში“, მოქალაქეების უსაფრთხოების მ...
ფოთის გეზში არადეკლარირებული საქონელი აღ...
გაფორმების ეკონომიკურ ზონაში „ფოთი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური...
სექტემბერში ბერლინში ჩარტერული რეისი შეს...
Georgian Airways 27 სექტემბერს ჩარტერულ რეისს შეასრულებს. ამის შესახებ ინფორმაცი...