მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ელისაშვილი: მშიერი ზამთარი გველის, პასუხისმგებლობა ყველამ კარგად უნდა გავიაზროთ 

„მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი

„გულახდილად რომ გითხრათ, შეუძლებელია აღფრთოვანების გარეშე ილაპარაკო იმ ძალისხმევაზე, რასაც ეწევიან ელჩები“,- ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ევროკავშირის ელჩთან კარლ ჰარცელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. 

მისი თქმით, ელჩები მონდომებულები არიან, საქართველოში პოლიტიკური ვითარება განიმუხტოს, „ქართული ოცნების“ და ოპოზიციის პოზიციები დაახლოვდეს.

„ჩვენ ჩვენი პოზიციები ვუთხარით, როგორ ვხედავთ პოლიტიკურ გამოსავალს ამ კრიზისიდან. რა თქმა უნდა, რისკებზეც ვისაუბრეთ, ახლა ჯერი „ქართულ ოცნებაზეა“. ჩვენ მზად ვართ, „ქართული ოცნების“ კონსტრუქციული და გონივრული პოზიცია მოვისმინოთ. თუ პოლიტიკური კრიზისი განიმუხტება, ეს იქნება არა ერთი მხარის გამარჯვება, ან მეორის დამარცხება, არამედ გაიმარჯვებს საქართველო, ვინაიდან საშინელი ზამთარი გველის, ძალიან მშიერი ზამთარი გველის, ამდენად ყველას კარგად უნდა გვქონდეს გააზრებული ჩვენი პასუხისმგებლობა“,- აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა და აქვე დასძინა: „გარეთ, ამ სიცივეში ჩხუბი არავის ეხალისება. „ქართული ოცნების“ მხრიდან გონივრულ კომპრომისს ველოდებით“.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

🔶გრიგოლ ვაშაძე: „ქართული ოცნებისგან“ კომპრომისულ წინადადებას ველოდები

🔶 გიორგი ვაშაძე: პარლამენტში ხელაღებით შესვლა შეთანხმების გარეშე არ განიხილება

🔶ზაალ უდუმაშვილი: გავაუქმეთ ყველა აქცია