მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ელისაშვილი: ოპტიმიზმი გაიზარდა, მმართველი გუნდი რაღაცებზე დაფიქრდა

პარტია

როგორც პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, ის გაცილებით ოპტიმისტურად არის განწყობილი აშშ-ის ელჩთან შეხვედრის შემდეგ.

„დეტალებზე არ ვისაუბრებ, რომ პროცესი არ დაზიანდეს. აქამდე პრობლემაზე ოპოზიცია ლაპარაკობდა და დღეს პირველად ვნახე, რომ „ქართული ოცნებაც“ რაღაცებზე დაფიქრდა. ამას ჩემი თვალით ნანახი და ჩემი ყურით მოსმენილის საფუძველზე ვამბობ.

ფაქტია, მმართველმა გუნდმა გააცნობიერა კრიზისის მასშტაბი“, - დასძინა ალეკო ელისაშვილმა.

აგრეთვე მისი თქმით, თუ მმართველმა გუნდმა და ოპოზიციამ ძალა არ გააერთიანეს სრულიად უმართავი პროცესები დაიწყება.

„რა ოპტიმიზმიც მქონდა ერთი საფეხურით გაიზარდა და შეხვედრიდან იმედიანად გამოვედი“, - აღნიშნა ელისაშვილმა სატელევიზიო ეთერში.

🔺 ინფორმაციისთვის, არცერთი ოპოზიციური პარტია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და გაყალბებაზე საუბრობენ. ისინი საპარლამენტო მანდატზე უარს აცხადებენ.

🔺 მმართველ გუნდსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკების 2 რაუნდი უკვე შედგა.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

👉 ზურაბ ჯაფარიძე: არ ვიცი რა გამოვა, არ მინდა განსაკუთრებული ოპტიმიზმის გაჩენა

👉 ზურაბ ჯაფარიძე: ბოიკოტი ნიშნავს ყველაფერზე უარის თქმას