მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ელისაშვილი: საჩხუბრად წავალ, პირველი სესია ზურნა-დუდუკით რომ არ ჩაატარონ

პარტია მოქალაქეების ლიდერი

„საჩხუბრად წავალ, პირველი სესია ზურნა-დუდუკით და დაფდაფებით, რომ არ ჩაატარონ“, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა სატელევიზიო ეთერში მმართველი გუნდის მიერ საპარლამენტო სესიის გახსნასთან დაკავშირებით განაცხადა. 

ალეკო ელისაშვილის თქმით, ახლა მმართველი გუნდის ჯერია და სწორედ მათი მხრიდან უნდა იქნას გადადგმული კონკრეტული ნაბიჯი.

„წავალ ჩემს მხარდამჭერებთან ერთად, დავირაზმები, რომ წავიდე საჩხუბრად. პირველი სესია ზურნა-დუდუკით და დაფდაფებით რომ არ ჩაატარონ, სწორედ ამისთვის. ვიღაცას კი ვარ ვემუქრები უბრალოდ მართლა დიდი უპასუხისმგებლობაა კრიზისის ასე გაჭიანურება გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი კრიზისის ფონზე. წალეკილია, ჯანდაცვის სისტემა არ გვაქვს. აღმოჩნდა, რომ არაფერი გაუკეთებიათ, სხვას არ ჰკითხეს და თვითონ არ იცოდნენ.

„ქართული ოცნების“ ჯერია თუ უნდათ, რომ ეს კრიზისი დასრულდეს, მაშინ ნაბიჯი უნდა გადადგან. კონკრეტული წინადადებით მოვიდნენ“, - აცხადებს ელისაშვილი.

👉ინფორმაციისთვის, 21 ნოემბერს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა.

👉„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, 17-ვე მაჟორიტარულ ოლქში მმართველი გუნდის კანდიდატები ლიდერობენ. ამასთან, კობახიძის თქმით, მომავალ პარლამენტში მმართველ გუნდს 90 დეპუტატი ეყოლება.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 ირაკლი კობახიძე: მომავალ პარლამენტში „ქართული ოცნება“ 90 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი

🔴 კობახიძე: „ქართული ოცნების“ 17-ვე კანდიდატმა სადეპუტატო მანდატი მოიპოვა