პოლიტიკა

ელისო ბოლქვაძე: გიორგი გახარიას ძალიან დიდ პატივს ვცემ

კულტურის კომიტეტის
თავმჯდომარე
1616405721
დაკოპირებულია

„პირადად გიორგი გახარიას ძალიან დიდ პატივს ვცემ. ვფიქრობ, ის არის ქვეყნის პატრიოტი“, - აღნიშნული შეფასება დეპუტატმა, ელისო ბოლქვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ექსპრემიერ გიორგი გახარიას განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ დემოკრატიული ქვეყნისთვის ახალი პარტიების შექმნა მისასალმებელია. მისი შეფასებით, გიორგი გახარია პატრიოტია.

„დემოკრატიული სამყარო ახალ პარტიებსაც მიესალმება, ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ. წარმოდგენა არ მაქვს, რაზე ალაპარაკდება გიორგი გახარია, რადგან ამბავი ათი წუთის წინ გავიგე.

პირადად გიორგი გახარიას ძალიან დიდ პატივს ვცემ. მასთან სხვადასხვა მიმართულებით მცირე საუბრები მქონდა და ვფიქრობ, რომ ის არის ქვეყნის პატრიოტი“,- განუცხადა ჟურნალისტებს ელისო ბოლქვაძემ.

გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა.

„მიუხედავად იმისა, რომ უამრავი სხვადასხვა ჭორი დადიოდა, არსად წასვლას არ ვაპირებ. მეტიც, არც პოლიტიკიდან წავალ“,- განაცხადა მან დღეს, ჟურნალისტებთან საუბრისას.

მოსალოდნელი ამინდის
პროგნოზი

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

ქალაქ ნინოწმინდიდან აღმოსავლეთით 25 კილომეტრში სოფელ სამებასთან მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

1623734506

ექსპრემიერი, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია ბრიუსელში გაემგზავრა.

1623733660

ევრო 2020-ის მე-4 სათამაშო დღე ესპანეთსა და შვედეთს შორის უგოლო ფრით დასრულდა.

1623705246

იემენის სანაპიროსთან მეთევზეებმა, 25 მიგრანტი ადამიანის ცხედარი იპოვეს, - ამის შესახებ BBC იუწყება.

1623703989
ნოვოვაქსის“ ვაქცინამ
 90%-ზე მეტი ეფექტიანობა
აჩვენა

„ნოვოვაქსის“ ვაქცინამ  90%-ზე მეტი ეფექტიანობ...

„ნოვოვაქსის“ ვაქცინამ 90%-ზე მეტი ეფექტიანობა აჩვენა, - ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.

1623703144
ირაკლი ბენდელიანი: მაჭავარიანის ქუჩაზე მ...

მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარედ მეწყრული პროცესის შეჩერების მიზნით, სამუშაოების მეორე ეტაპი ექსპერტული პროექტის შესაბამისად განხორციელდება, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა დედაქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარების პოლიტიკის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.

20 ივნისის შემდეგ იყო მოსაზრება, გიორგი...

„20 ივნისის შემდეგ, უახლოეს პერიოდში, იყო ასეთი მოსაზრება და არაერთი ლიდერიც საუბრობდა ამასთან დაკავშირებით, რომ უმჯობესი იყო გახარიას დაეტოვებინა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

„ოპერაციას გეგმავდნენ გიორგი გახარია და...

„გახარიას მხრიდან 20 ივნისის ოპერაცია იყო აბსოლუტურად გაუგებრად დაგეგმილი, რამაც საბოლოო ჯამში მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანა. - ოპერაციას გეგმავდნენ ორნი - გახარია და საბანაძე, შესაბამისად ყველაფერში იყვნენ ჩართულები“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.