მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ერდოღანი გახარიას: თქვენი ლიდერობით ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება

თურქეთსი კომენდაატი წესდება

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიფ ერდოღანი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თანამდებობაზე ხელახალ დანიშვნას ულოცავს.

მისალოც წერილში რეჯეფ ტაიფ ერდოღანი აღნიშნავს, რომ დარწმუნებულია, რომ გიორგი გახარიას ლიდერობით, ორ ქვეყანას შორის, მომავალშიც გაგრძელდება არსებული სტრატეგიული თანამშრომლობა და მეგობრული ურთიერთობები.

„ბატონო პრემიერ-მინისტრო, ძვირფასო მეგობარო, პირადად ჩემი და თურქეთის მთავრობის სახელით გულითადად გილოცავთ წარმატებით ჩატარებული არჩევნების შემდეგ პრემიერ-მინისტრის საქმიანობის გაგრძელებას.

დარწმუნებული ვარ, რომ ამ კრიტიკულ პერიოდში, რომელსაც მე ვაფასებ, როგორც შესაძლებლობების ფანჯრის გაღებას რეგიონში მდგრადი მშვიდობისა და სტაბილურობის თავიდან ჩამოყალიბების თვალსაზრისით, თქვენი ბრძნული ლიდერობით, მომავალშიც ყველა სფეროში გაგრძელდება ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობა და მეგობრული ურთიერთობები.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და თქვენს აღმატებულებას ვუსურვო ჯანმრთელობა და ბედნიერება, ხოლო მეგობარ ქართველ ხალხს კეთილდღეობა. დაე, ახალმა წელმა ჩვენს ქვეყნებსა და ჩვენს რეგიონს მოუტანოს მშვიდობა და სიკეთე“, - აღნიშნულია მისალოც წერილში.