მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ერდოღანი: საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს ვუჭერთ

თურქეთის ლიდერი 2020

„მხარს ვუჭერთ აზერბაიჯანისა და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს“, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ერდოღანის განცხადებით, სომხეთმა აზერბაიჯანზე თავდასხმით კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებისთვის დიდი დაბრკოლებაა.

„სომხეთმა, რომელიც ივლისში აზერბაიჯანის ტერიტორიებს დაესხა თავს, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ეს არის ყველაზე დიდი დაბრკოლება სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის მისაღწევად“, - აღნიშნა ერდოღანმა.

პრეზიდენტის განცხადებით, რეგიონში კონფლიქტები მალე უნდა ამოიწუროს, განსაკუთრებით კი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი.

„თურქეთი მხარს უჭერს აზერბაიჯანისა და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას გაერო-სა და ეუთო-ს რეზოლუციების პატივისცემის გათვალისწინებით“, - აცხადებს ერდორანი.