მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ერდოღანი ზურაბიშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

თურქეთის პრეზიდენტი 2020

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს თურქი კოლეგა რეჯეფ თაიფ ერდოღანი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

"ქალბატონო პრეზიდენტო, ჩემი და ჩემი ხალხის სახელით გულითადად ვულოცავ თქვენს აღმატებულებას და ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღესასწაულს. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში კიდევ უფრო განვითარდება და გაგრძელდება სტრატეგიული თანამშრომლობის სანიმუშო ურთიერთობები, რეგიონული სოლიდარობის სამმხრივი და ოთხმხრივი ფორმატები და საერთაშორისო პლატფორმების ფარგლებში საერთო ინტერესებზე დამყარებული ჩვენი მეგობრული თანამშრომლობა. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და პირადად თქვენ გისურვოთ ჯანმრთელობა და ბედნიერება, მეგობარ ქართველ ხალხს კი, კეთილდღეობა", - აღნიშნულია თურქეთის პრეზიდენტის მისალოც წერილში.

ცნობისთვის, 102 წელი გავიდა პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან.