მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ერთადერთი სწორი ნაბიჯი არის ხელახალი არჩევნები“ - მიხეილ ჯანელიძე

ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელი მიხეილ ჯანელიძე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავების შესახებ სოციალურ ქსელში წერს. 

ჯანელიძე აცხადებს, რომ საკმარისია ერთ წრეზე სიარული.

„ერთადერთი სწორი ნაბიჯი არის ხელახალი არჩევნები! ერთმანეთზე ძალის დემონსტრირება არის სირცხვილი და დამღუპველი. გვეყო ერთ წრეზე სიარული, სადაც მიგვიყვანა ყველა კარგად ვხედავთ“, - აცხადებს ჯანელიძე.

შეგახსენებთ, რომ სპეცრაზმი „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შეიჭრა და პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ადმინისტრაციული წესით ასევე დაკავებულია 21 პირი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ „ოკუპაციის 100 წლის თავზეც კი არ ვართ შეთანხმებული ელემენტარულ სახელმწიფოებრივ პრინციპებზე“ - კახა კალაძე

✔️ პრემიერი: დღეს ჩვენ გავხდით მომსწრე იმისა, რომ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო