მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ერთიანი ოპოზიციური პარტიები აქციაზე საერთო განცხადებას აჟღერებენ

აქცია მსვლელობა ფილარმონიიდან

ერთიანი ოპოზიციური პარტიების საპროტესტო აქციაზე ოპოზიციის ერთ-ერთი წარმომადგენელი და პარტია „ლელოს“ ლიდერი ბადრი ჯაფარიძე მათ საერთო განცხადებას აჟღერებს.

„დღეს, საბჭოთა ოკუპაციიდან 100 წლის შემდეგ, ივანიშვილის რეჟიმი საფრთხეს წარმოადგენს საქართველოს თავისუფლებისა და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების უსაფრთხოებისათვის.

საპარლამენტო არჩევნების გაყალბების ნიკა მელიას უკანონო დაპატიმრების და ოპოზიციური პარტიის შტურმით აღების შემდეგ, საფრთხე უფრო რეალური გახდა.

ივანიშვილის მოღალატეობრივი პოლიტიკა აწყობს მხოლოდ რუსეთს, ოკუპანტს რომლის ამოცანაც ჩვენი სუვერენიტეტის დამხობაა.

ამ კრიზისის განსამუხტად და პროცესების მშვიდობიან კალაპოტში დასაბრუნებლად, აუცილებელია პოლიტიკური დევნის შეწყვეტა ნიკა მელიაზე, გიორგი რურუას გათავისუფლება და ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა იმ სისტემით, რაც მოლაპარაკებისას შემუშავებულ საერთო ოპოზიციურ წინადადებებშია ასახული.

ესაა საქართველოს დემოკრატიული ოპოზიციური პარტიების მთავარი მოთხოვნა და ეს პოზიცია არ გადაისინჯება.

ოცნების მაღალჩინოსნები უკან დახევას არ აპირებენ, მაგრამ ჩვენ ვიცით რომ მშვიდობიანი ლეგიტიმური ძალის დემონსტრირებით ივანიშვილის იძულება შესაძლებელია.

ამას სჭირდება საქართველოში მშვიდობიანი მტკიცე და ყოვლისმომცველი პროტესტი.

მადლობა საზოგადოებას მხარდაჭერისათვის.“ - ნათქვამია განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქცია-მსვლელობა ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიიდან უკვე დაიწყო.

ადგილზე შეკრებილები არიან გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები, მათი მხარდამჭერები და სამოქალაქო აქტივისტები. მათი მოთხოვნაა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია გათავისუფლდეს.

იხილეთ აგრეთვე:

„თავისუფლებისთვის“ - ფილარმონიიდან ოპოზიციის აქცია- მსვლელობა დაიწყო

„30 თუ 40 ათასი ლარის გამო ქვეყანა დაანგრიეს, ღირდა ამად?“ - ეკა ბესელია