საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, საქართველომ რუსეთს საქმე მოუგო, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომს უკავშირდება, ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, სასამართლოს განაჩენი საქართველოს ხელისუფლების, სხვადასხვა უწყების, მათ შორის, თავდაცვის სამინისტროს ეფექტიან და გამართულ მუშაობასაც ადასტურებს.
„ეს რეალურად არის აღიარება იმისა, რომ რუსეთი ოკუპანტია, რუსეთმა ჩაატარა ეთნოწმენდა ჩვენს ტერიტორიაზე, ჩვენი მოსახლეობის წინააღმდეგ და რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად დაზარალდა საქართველოს მოსახლეობა, ქართველი ხალხი, ჩვენი ქვეყანა. შედეგად
მივიღეთ ოკუპირებული ტერიტორიები, ჩვენი ტერიტორიის 20% არის ოკუპირებული. ეს აღიარება შემთხვევით არ მომხდარა. ამას სჭირდებოდა, დამერწმუნეთ 24 საათიანი მუშაობა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა რადიო „იმედთან“ საუბრისას.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა იმედი გამოთქვა, პროცესი, რომელიც ჰააგის სასამართლოში გრძელდება, საქართველოს სახელმწიფოსთვის შესაბამისი შედეგით დასრულდება.
ირაკლი ღარიბაშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომისა და სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით დღევანდელი ხელისუფლების მიმართ, მიხეილ სააკაშვილისა და მისი გუნდის განცხადებებიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ მძიმე ბრალდებები ყოფილი პრეზიდენტის პროპაგანდის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა.
„მათი პროპაგანდის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო სწორედ ის, რომ ჩვენი ხელისუფლება ქართველი სამხედროების გასამართლებას ევროსტრუქტურებში სასამართლოში აპირებდა.
რეალურად ეს არის გაქარწყლება იმ მძიმე, ამორალური ბრალდებებისა, რასაც ჩვენ წლების განმავლობაში ვისმენდით სააკაშვილისგან და „ნაციონალური მოძრაობისგან“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ინფორმაციისთვის, საქართველომ რუსეთს სტრასბურგის სასამართლოში დავა მოუგო.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
✔️ „მეტ ოპტიმიზმს შესძენს ქართულ მოსახლეობას“ - საყვარელიძე სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე
გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქცია-მსვლელობა ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიიდან უკვე დაიწყო.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, ტოივო კლაარს დახურულ ფორმატში შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა იმედი გამოთქვა, რომ სომხეთში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები მთიანი ყარაბაღის სამშვიდობო შეთანხმებას საფრთხეს არ შეუქმნის. ამის შესახებ „ეხო კაცკაზა“ იუწყება.
„ჩვენ გვსურს, რომ გავაერთიანოთ საზოგადოება კონკრეტული მოთხოვნების ირგვლივ. ჩვენი პროტესტის მიზანიც ეს არის“- აცხადებს პარტია „ლელო საქართველოსთვის“ გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ყოფილი მსჯავრდებულის, ზვიად კვარაცხელიას მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერი ეკა ბესელია 26 თებერვლის საპროტესტო აქციას უერთდება და მიაჩნია, რომ განურჩევლად პარტიული ინტერესებისა, ყველა ინდივიდუალური პროტესტის გამოსახატავად უნდა მივიდეს.
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ ოპოზიციის მიერ დაგეგმილ დღევანდელ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ პროტესტი სამართლიანად არ მიაჩნია, მაგრამ ამის მიუხედავად, მათ აქვთ აქციის გამართვის უფლება.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერის სპეციალურმა წარმომადგენელმა პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში მურატ ჯიოევმა ვიდეოკავშირის მეშვეობით ჟენევის დისკუსიებისთვის მზადების საკითხი თანათავმჯდომარესთან ეუთოს მხრიდან ანიკა სედერთან განიხილა. ინფორმაციას “სპუტნიკი“ ავრცელებს.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა მოქალაქეებს მიმართავს და მოუწოდებს, რომ დღეს დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე მოვიდნენ.