მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ეს არის ძალიან დიდი მიღწევა ჩვენი ქვეყნისთვის“ - პრეზიდენტი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

პრეზიდენტის ბრიფინგი 2019

„დღეს არის ძალიან სიმბოლური დღე, რომელსაც ბრიუსელში ვხვდები, სადაც ძალიან მაღალი დონის შეხვედრები ტარდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს სწორედ სტრასბურგმა მიიღო ეს ისტორიული გადაწყვეტილება. ისტორიულია და შემთხვევითი არაფერია“, - ასე აფასებს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე საქართველომ რუსეთს დავა მოუგო. 

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოსთვის უდიდესი მიღწევაა.

„ეს ხდება ჩვენი ოკუპაციიდან 100 წლის შემდეგ, 30 წლის მერე რაც აღვადგინეთ დამოუკიდებლობა და 2008 წლის ომის შემდეგ 12 წელი გავიდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან პირველად ისტორიაში და პირველად სხვა ქვეყნების ისტორიაშიც ხდება ის, რომ საქართველო სამართლებრივად არის გამართლებული, სახელმწიფო არის აღიარებული როგორც ამ ომის მსხვერპლი და ეს არის ძალიან დიდი მიღწევა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის, ჩვენი ისტორიისთვის და ჩვენი მომავლისთვის, იმიტომ რომ ეს არის ის საყრდენი, რაზეც ახლა უნდა ავაშენოთ ჩვენი მომავალი და ჩვენი გაერთიანება“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა გაწეული შრომისთვის იუსტიციის ყოფილ მინისტრს თეა წულუკიანს მადლობა გადაუხადა.

„მე მინდა კერძოდ დიდი მადლობა ვუთხრა იუსტიციის სამინისტროს და თეა წულუკიანს, რემეთუ ამ გამარჯვების ძალიან დიდი წვლილი მათ ეკუთვნით. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს არის მთელი საქართველოს გამარჯვება, მაგრამ უნდა ვიცოდეთ მადლობის თქმა“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

👉 ინფორმაციისთვის, 2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა.

👉 ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.

აგრეთვე წიაკითხეთ:

„საქართველომ რუსეთს დავა მოუგო“ - თეა წულუკიანი

იუსტიციის მინისტრი: ჩვენ დაგპირდით, რომ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა იქნებოდა უკომპრომისო და ეს დაპირება შესრულებულია

სტრასბურგის სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია