პოლიტიკა

ეს არის „ქართული ოცნების“ მხრიდან პატიების შეთავაზება - მათიკაშვილი ნიკა მელიას ამნისტირებაზე

იურიდიულ საკითხთა
კომიტეტის თავმჯდომარის
პირველი მოადგილე
1619002219
დაკოპირებულია

„ვერცერთი პოლიტიკური ჯგუფის ინტერესი ვერ შევა კონკურენციაში ჩვენს სახელმწიფო ინტერესებთან. ბოლო პერიოდმა ძალიან კარგად დაანახა საზოგადოებას, თუ რომელი პოლიტიკური ჯგუფი მოქმედებს სახელმწიფო ინტერესების სასარგებლოდ, და რომელი ჯგუფის ინტერესები ემთხვევა ხშირ შემთხვევაში ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის ინტერესებს. ეს არის „ნაციონალური მოძრაობა,“ - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით მათიკაშვილი აცხადებს.

მათიკაშვილი არ გამორიცხავს, ნიკა მელიამ ამნისტიის აქტზეც უარი განაცხადოს:

ყველა მოცემულობა ადასტურებს „ქართული ოცნების“ საზოგადოებრივ ხედვას და ჩვენი ყველა ნაბიჯი მხოლოდ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარეობს. შეთანხმება ითვალისწინებს შესაბამის პუნქტებს, რომლებითაც „ქართული ოცნება“ გარკვეულ პატიებას უცხადებს ნიკა მელიას. ევროკავშირისთვის დამახასიათებელია ობიექტური მიდგომა, როდესაც ამნისტია ეხება ერთ სავარაუდო დამნაშავეს, იმავე მოვლენებთან დაკავშირებით ამნისტია ეხება სხვა ადამიანებსაც. ამიტომ დოკუმენტში გათვალისწინებულია დათქმა, რომ 19-20 ივნისის მოვლენების მონაწილე ყველა პირი, რომელიც შესაძლოა დანაშაულში ან გადაცდომაში იყოს მხილებული, მათ შორის ნიკა მელია, იქნება ამნისტირებული პარლამენტის მიერ. ეს არის „ქართული ოცნების“ მხრიდან პატიების შეთავაზება ყველა ამ პირისთვის. ამის საპასუხოდ ჩვენ ვხედავთ, რომ ნიკა მელია უარს ამბობს ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდაზე. შესაძლებელია, რომ მან ამნისტიის აქტზეც თქვას უარი, თუმცა ერთი რამ არის ცხადი. ეს იყო ნათელი ილუსტრირება იმისა, რომელი პოლიტიკური სუბიექტი ისწრაფვის რადიკალიზაციისკენ, ვის არ აინტერესებს ქვეყნის ბედი და რომელი პარტია არის ჭეშმარიტად სახელმწიფოებრივად მოაზროვნე“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

მან ასევე უპასუხა კითხვას, რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ ნიკა მელია ამნისტიის საფუძველზე გათავისუფლებაზეც იტყვის უარს.

„ამნისტიის აქტს აქვს გასაჩივრების ინსტრუმენტიც და ნიკა მელიას შეუძლია ის გაასაჩივროს, მაგრამ ზოგადად, როდესაც ადამიანი რომელიმე დაწესებულებაში იმყოფება, მას იქ ყოფნის სამართლებრივი და ლეგიტიმური საფუძველი უნდა ჰქონდეს“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.

ინფორმაციისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ გირაოზე კვლავ უარი თქვა.

20 ივნისის საქმეებზე ამნისტიის შესახებ კანონი შარლ მიშელის შეთანხმების ნაწილია, რომელსაც პარტიებმა ხელი 19 აპრილს მოაწერეს.

პაციენტი პალატაში

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 24 ადამ...

საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით კიდევ 24 ადამიანი გარდაიცვალა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე - Stopcov.ge-ზე განახლდა.

1620629227

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 549 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1439 ადამიანი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.

1620629319

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა საგამოძიებო დეპარტამენტში ახალი სტრუქტურული ერთეული - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამმართველო - შექმნა, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და გურიის რეგიონის ტერიტორიაზე მოხელეთა მიერ ჩადენილ ძალადობრივ დანაშაულებს გამოიძიებს, - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ავრცელებს.

1620628826

11 ადამიანი დაიღუპა ავღანეთში ავტობუსის აფეთქების შედეგად. ამის შესახებ Reuters იუწყება.

1620628625

თბილისში, ზღვის უბანში ძლიერმა ქარმა ხე წააქცია, რომელმაც რამდენიმე მანქანა მოიყოლა.

1620627988
10 მაისს სახელმწიფო
ინსპექტორის სამსახურის
დღე აღინიშნება

10 მაისს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დღ...

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული დამოუკიდებელი ინსტიტუტია, რომელიც 2019 წლის 10 მაისს ამოქმედდა. 2020 წელი იყო პირველი წელი, როდესაც სამსახურმა, სამი უმნიშვნელოვანესი ფუნქციით მთელი წლის განმავლობაში იმუშავა, - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ავრცელებს.

მეუფე ნიკოლოზი: 11-ჯერ თუ შეეცდება ვინმე...

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა სატელევიზიო ეთერში განაცხადა, რომ „მთავარი არხის“ ჟურნალისტმა თავად გამოიყვანა მეუფე ანტონი მწყობრიდან და სწორედ ამის მიზეზი იყო, ის რაც ვიხილეთ.

„ანტონ ბულუხია კრიმინალია, აი, ასეთი მიტ...

თეოლოგი და ყოფილი სასულიერო პირი ბასილ კობახიძე საზოგადოებას მოუწოდებს, რომ თვალი აეხილოთ და არ იყვნენ ბრმად მორჩილნი ვანის და ბაღდათის მიტროპოლიტ ანტონ ბულუხიასი.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური სამსახური...

ამ წუთებში, ენერგო-პრო ჯორჯიას ტექნიკური სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს. დღის განმავლობაში, უამინდობამ, საქართველოს რეგიონებში დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები, მწობრიდან გამოიყვანა ტრანსფორმატორები და ა.შ.