მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ეს იყო ბრძოლის ერთი ეპიზოდი და ომი წინ არის“- ივერი მელაშვილის მეუღლე

მელაშვილი

ივერი მელაშვილის მეუღლემ თამარ სულაძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

მისი თქმით, ეს იყო ბრძოლის ერთი ეპიზოდი და ომი წინ არის.

„მთავარია, რომ ამ ხალხის უდანაშაულობა დამტკიცდეს და მათი ღირსება ის, რაც უაზრო ბინძური ბრალდებებით წაართვეს, უნდა დაუბრუნდეთ მათ.

რაც შეეხება გუშინდელ ამბავს, ესეც პოლიტიკურია, რადგან ოპოზიცია ითხოვს პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. ამით მთავრობას უნდა ალბათ, ოპოზიციის ნაწილის შეყვანა პარლამენტში.

ის რაც მოიყვანეს განთავისუფლების საფუძვლად, 28 სექტემბერს ჰქონდათ ჩაწერილი და თუ საფუძველი ეს იყო, რატომ აკავებდნენ საერთოდ?“- განაცხადა ივერი მელაშვილის მეუღლემ.

შეგახსენებთ, რომ მოსამართლემ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების თაობაზე.

👉 ინფორმაციისთვის, სასამართლომ მეცნიერებს 20-20 ათასი ლარის გირაოს გადახდა დააკისრა.

👉 ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ბრალი ედებათ აზერბაიჯანისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელებაში.

👉 საქმეზე გამოძიება 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

იხილეთ აგრეთვე:

✔️„უკან ჩავჯდები, არ მინდა ვინმემ პარლამენტში შესვლისთვის გამომიყენოს“ - ივერი მელაშვილი

✔️„აბსურდულ ბრალდებას ბოლო უნდა მოეღოს“ - ივერი მელაშვილის პირველი განცხადება

✔️ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ