მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეს ის კაცია, მეჯვრისხევის ქუჩაზე გორში რომ ხოხავდა - თეა წულუკიანი მიხეილ სააკაშვილზე

პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი, საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Pia.ge

„ეს არის ჩვენი ყოფილი მთავარსარდალი, როგორიც დიდი იმედი მაქვს არასოდეს აღარ ეყოლება ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ჯარისკაცებს მომავალში. ეს ისევ ის კაცია, რომელმაც ადამიანები, რომლებიც ბრძოლის ველზე დაეცნენ, ტერიტორიული მთლიანობისთვის და აგრესორთან ბრძოლაში, მიატოვა დაჭრილები, გარდაცვლილები და თავად გამოიქცა. ის და საზღვარზე იდგა რიგში, რომ ქვეყანა დაეტოვებინათ და რომ არა ჩვენი ხანდაზმული პატრიარქი, ალბათ ჩვენ მიწასაც ვერ მივაბარებდით იმ ადამიანებს, ვინც გმირულად დაეცა“,- ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრმა და ამჟამად პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა.

როგორც იუსტიციის ყოფილი მინისტრი აცხადებს, 2011 წელს თინა ბურჯალიანი დავას აგებს და ამის ვიდეომასალაც არსებობს.

„ახლა ეს კაცი ჩემს გვარს ხშირად იმეორებს, ალბათ იშვიათი გვარი რომ არის, ეშინია არ დაავიწყდეს, მაგრამ არც ვიცი საიდან დავიწყო ან რატო უნდა ვაკეთოთ ამაზე კომენტარი, მაგრამ შევეცადოთ მაინც ვამხილოთ - გაეროს სასამართლო ახსენა მან, რომელიც მდებარეობს ჰააგაში და გაეროს სასამართლო ჰააგაში არ არის. ბენსუდას სასამართლო არ არის, არის გაეროს სასამართლო, სადაც საქართველოს მართლაც ჰქონდა დავა რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც შეიტანა მართლაც მისი ხელისუფლების დროინდელმა იუსტიციის სამინისტრომ და მართლაც იმ სხდომებზე, ამის ვიდეომასალაც არსებობს, იყო წარდგენილი ქალბატონი თინა ბურჯალიანი.

აქამდე ყველაფერი, ასე ვთქვათ, მის ნარატივში სწორია. ამის შემდეგ ის ამბობს, რომ ეს დავა თინა წულუკიანმა წააგოო, ჯერ მოვიგეთ და მერე წავაგეთ, ჩააბრუნა და წააგოო. არა და დავა 2011 წელს თინა ბურჯალიანმა გაეროს ჰააგის სასამართლოში წააგო, თუ მახსოვრობა არ მღალატობს. ჩვენ ხელისუფლებაში მოვედით 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს და და მინისტრად დავინიშნე 2012 წლის 25 ოქტომბერს. შესაბამისად, 2011 წელს, დავა, რომელიც წავაგეთ, იმ სხდომაზე დგას თინა ბურჯალიანი და ის ამ დავას აგებს 2011 წელს - ამის ვიდეომასალაც არსებობს. ამის შემდეგ ჩვენ შევეცადეთ, რომ მათი დაშვებული ძალიან დიდი შეცდომა ქვეყნის წინააღმდეგ გამოგვესწორებინა და ველოდებოდით სწორედ სტრასბურგის ამ გადაწყვეტილებას იმისთვის, რომ იქნებ როგორმე მათ მიერ 2011 წელს ქალბატონი თინას მიერ წაგებული დავა, სამარცხვინო მიზეზით - თქვენ ხომ იცით, რომ რასობრივი დისკრიმინაციის კონვენციის მუხლით ჩიოდა? ასეთ სასამართლოებში ჯერ შიდა გასაჩივრების გზები უნდა ამოწურო და მერე მიმართო სასამართლოს.

ჰააგის სასამართლომ თქვა, არ ამოგიწურავს, ჯერ წადი ამოწურე და მერე დაბრუნდიო და ამ მიზეზით, აღარ მახსოვს რა ეპითეტი იხმარა, გამოცდილი იურისტი აგებს ჰააგის გაეროს სასამართლოში დავას და ჩვენ რამდენიმე ნოტა, ამ მათი დაშვებული ძალიან მძიმე შეცდომის გამოსასწორებლად რუსეთს გავუგზავნეთ, ვქმნიდით საფუძველს და ახლა უკვე სტრასბურგის გადაწყვეტილება მოგვცემს სწორედ, შესაძლოა მოგვცეს ჩაბრუნების საშუალება. შესაბამისად, ჯერ ეს ერთი წააგეს, ჯერ არ ჩაბრუნებულა, მზადდება ჩაბრუნებისთვის პროცესი, რომ ვინძლო მისი კორიფეების მიერ დაშვებული შეცდომა ქვეყნის წინააღმდეგ, ჩაფლავებული დავა თუ წაგებული 2011 წელს თინა ბურჯალიანის მიერ, გამოვასწოროთ“, - აღნიშნა წულუკიანმა.

თეა წულუკიანი აცხადებს, რომ სააკაშვილის „გმირობების“ შედეგად გვაქვს ტერიტორიები, რომელსაც ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ და ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვერ შევდივართ, რომ საგამოძიებო მოქმედებები ჩავატაროთ.

მისი თქმით, აქ სწორედ ჰააგის პროკურორის ოფისის იმედი აქვს, რომელსაც შესაძლოა, უფრო მეტი ბერკეტი ჰქონდეს, რომ არა მხოლოდ ჩვენს მიერ კონტროლირებად საქართველოს ტერიტორიაზე არამედ ოკუპირებულ ტერიტორიაზეც შევძლოთ მათი დახმარებით გამოძიება.

„ქალბატონმა ბენსუდამ დაიწყო ამ საქმის გამოძიება - ჩვენ არ ვიჩივლეთ, იქ საჩივარი შევიდა არა ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ჯერ კიდევ სააკაშვილის ხელისუფლების დროს. იჩივლა რუსეთმაც და შემდეგ ჩვენ რამდენიმე წელი ამ საქმეს ვიძიებდით. სააკაშვილს ეს ალბათ უკვირს, მაგრამ მან რომ ტერიტორიები დაკარგა, ეს ჩვენ გვახსოვს და არის დღეს ტერიტორიები მისივე გმირობების შედეგად, რომელსაც ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ და მას დაავიწყდა ალბათ ოკუპაცია ჰქვია სამართლებლივ ენაზე და პოლიტიკურადაც, ოკუპირებულ ტერიტორიაზე კი ჩვენ ვერ შევდივართ, რომ საგამოძიებო მოქმედებები ჩავატაროთ და აქ სწორედ გვაქვს იმედი ჰააგის პროკურორის ოფისის, რომელსაც შესაძლოა უფრო მეტი ბერკეტი ჰქონდეს, რომ არა მხოლოდ ჩვენს მიერ კონტროლირებად საქართველოს ტერიტორიაზე არამედ ოკუპირებულ ტეროტორიაზეც შევძლოთ მათი დახმარებით გამოძიება და ჩვენ ამ გამოძიებასთან ვთანამშრომლობთ ორი მიზნით, რომ დამტკიცდეს ქართველების ეთნიკური წმენდა, რაც სტრასბურგმა უკვე თქვა, მაგრამ ბენსუდას ოფისმა უნდა კონკრეტული პირები მოიძიოს და დასაჯოს ვინც ჩაატარა - ქართველების ეთნიკური წმენდა ვინ შეასრულა, ვინ დაავალა და ვინ შეასრულა, რომ ისინი დაისაჯონ და ასევე ანწუხელიძის, სოფრომაძის და სხვების წამება და სიკვდილი, რომელიც უკვე დადგინდა რომ მოხდა ხუბულურის, სოფრომაძის და ანწუხელიძის, რომელიც გუშინდელი გადაწყვეტილებით უკვე დადგენილი ფაქტია, მაგრამ უკვე ახლა ჰააგამ უნდა გამოიძიოს და კონკრეტული პირები დასაჯოს”,- განაცხადა თეა წულუკიანმა.