პოლიტიკა

ეს მაჟორიტარები თავად უნდა მიხვდნენ, რომ მათი დეპუტატობა დიდ წილად განპირობებული იყო „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით და არა უშუალოდ მათი პიროვნული რეიტინგით - სარჯველაძე გახარიას გუნდის წევრ მაჟორიტარებზე

„ქართული ოცნების“ სიის
წევრი მიხეილ სარჯველაძე -
Pia.ge
1618405298
დაკოპირებულია

„ეს მართლაც საინტერესო იდეაა იმისთვის, რომ ამ პოლიტიკურმა ჯგუფმა შეძლოს და დაამტკიცოს ამბიცია, რომელსაც აცხადებენ და რომ აქვთ ის მხარდაჭერა, რაზეც საუბრობენ“, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა და „ქართული ოცნების“ რეგიონალურ მდივანს, დიმიტრი სამხარაძეს გამოეხმაურა, რომელმაც გიორგი გახარიას გუნდის წევრ მაჟორიტარებს მოუწოდა, რომ დატოვონ მანდატები და თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად გამართულ შუალედური საპარლამენტო არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა და ამით გაზომონ საკუთარი რეიტინგი.

როგორც სარჯველაძემ განაცხადა, ეს მაჟორიტარები თავად უნდა მიხვდნენ, პოლიტიკური მხარდაჭერა, რომელმაც განაპირობა თითოეული მათი გამარჯვება, ეს ძალიან დიდ წილად განპირობებული იყო პარტიის მხარდაჭერით და არა უშუალოდ მათი პიროვნული რეიტინგით.

მისი თქმით, ეს არ არის მათი პირდაპირი სამართლებრივი ვალდებულება, თუმცა, გარკვეულ ეთიკურ და პოლიტიკურ კრიტერიუმს ეს წარმოადგენს.

„მნიშვნელოვანია, ასევე, რომ როდესაც საუბარია პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე, რაზეც დღეს იყო საუბარი, ალბათ მხედველობაში მისაღებია, რომ ეს დეპუტატები, მაჟორიტარებს ვგულისხმობ, მათი დეპუტატობა, რა საკვირველია, განაპირობა იმ მხარდაჭერამ, რომელიც „ქართული ოცნების“ მიმართ არსებობდა. შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში ეს საკითხი შეიძლება იყოს საყურადღებო და პირველ რიგში იმ ადამიანებზე, მაჟორიტარებზე ვსაუბრობ. ამაზე როცა ვსაუბრობთ, გავითვალისწინოთ, რომ ეს არ არის მათი პირდაპირი სამართლებრივი ვალდებულება, თუმცა, გარკვეულ ეთიკურ და პოლიტიკურ კრიტერიუმს ეს წარმოადგენს. ისინი თავად უნდა მიხვდნენ, რომ პოლიტიკური მხარდაჭერა, რომელმაც განაპირობა თითოეული ამ ადამიანის გამარჯვება, ეს ძალიან დიდწილად განპირობებული იყო პარტიის მხარდაჭერით და არა უშუალოდ მათი პიროვნული რეიტინგით,“ - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ინფორმაციისთვის, მმართველი გუნდიდან 6 დეპუტატი - გიორგი ხოჯევანიშვილი, ალექსანდრე მოწერელია, ბექა ლილუაშვილი, შალვა კერესელიძე, მიხეილ დაუშვილი და ანა ბუჩუკური ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიაში გადავიდნენ. გადაწყვეტილების შესახებ გიორგი ხოჯევანიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

პაციენტი პალატაში

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 24 ადამ...

საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით კიდევ 24 ადამიანი გარდაიცვალა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე - Stopcov.ge-ზე განახლდა.

1620629227

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 549 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1439 ადამიანი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.

1620629319

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა საგამოძიებო დეპარტამენტში ახალი სტრუქტურული ერთეული - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამმართველო - შექმნა, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და გურიის რეგიონის ტერიტორიაზე მოხელეთა მიერ ჩადენილ ძალადობრივ დანაშაულებს გამოიძიებს, - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ავრცელებს.

1620628826

11 ადამიანი დაიღუპა ავღანეთში ავტობუსის აფეთქების შედეგად. ამის შესახებ Reuters იუწყება.

1620628625

თბილისში, ზღვის უბანში ძლიერმა ქარმა ხე წააქცია, რომელმაც რამდენიმე მანქანა მოიყოლა.

1620627988
10 მაისს სახელმწიფო
ინსპექტორის სამსახურის
დღე აღინიშნება

10 მაისს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დღ...

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული დამოუკიდებელი ინსტიტუტია, რომელიც 2019 წლის 10 მაისს ამოქმედდა. 2020 წელი იყო პირველი წელი, როდესაც სამსახურმა, სამი უმნიშვნელოვანესი ფუნქციით მთელი წლის განმავლობაში იმუშავა, - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ავრცელებს.

მეუფე ნიკოლოზი: 11-ჯერ თუ შეეცდება ვინმე...

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა სატელევიზიო ეთერში განაცხადა, რომ „მთავარი არხის“ ჟურნალისტმა თავად გამოიყვანა მეუფე ანტონი მწყობრიდან და სწორედ ამის მიზეზი იყო, ის რაც ვიხილეთ.

„ანტონ ბულუხია კრიმინალია, აი, ასეთი მიტ...

თეოლოგი და ყოფილი სასულიერო პირი ბასილ კობახიძე საზოგადოებას მოუწოდებს, რომ თვალი აეხილოთ და არ იყვნენ ბრმად მორჩილნი ვანის და ბაღდათის მიტროპოლიტ ანტონ ბულუხიასი.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური სამსახური...

ამ წუთებში, ენერგო-პრო ჯორჯიას ტექნიკური სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს. დღის განმავლობაში, უამინდობამ, საქართველოს რეგიონებში დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები, მწობრიდან გამოიყვანა ტრანსფორმატორები და ა.შ.