მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ეს უბრალოდ სასამართლო სხდომა კი არ არის, არამედ პოლიტიკური მესიჯია“ - მეგრელიშვილი მელიას სასამართლოზე

გირჩის წევრი

პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ვახო მეგრელიშვილი ნიკა მელიას გათავისუფლების საკითხი სატელევიზიო ეთერში განიხილა. 

ის აღნიშნავს, რომ პარტია „გირჩის“ დღის წესრიგში „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის გათავისუფლება ცვლილებას შეიტანდა.

„მე მართლა არაფერი არ ვიცი, რეალურად რატომ დაინიშნა დღეს სასამართლო სხდომა და რატომ არ დაინიშნა 10 დღის შემდეგ?

მოლოდინი მქონდა, რომ ეს უბრალოდ სასამართლო სხდომა კი არ არის, არამედ პოლიტიკური მესიჯია.

ჩვენ ხომ გვესმის, რომ ეს სასამართლო სხდომები არის პოლიტიკური პროცესის დანამატი. ჩემი აზრით, პრობლემის წყარო არის არა ნიკა მელია და რურუა, არამედ „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის კონფლიქტი.

რიგგარეშე არჩევნები ამას არ უშველის, ამ პოლიტიკურმა ძალებმა უნდა გადაწყვიტონ, რომ ორივესთვის მავნებელი შეიძლება იყოს ამ რეჟიმში პროცესის გაგრძელება.

მელიას გათავისუფლება ძალიან მაგარი ნიშანი იქნება. ის არის რაღაცნაირი სიმბოლო, ხოლო რურუა იყო წინა კონფლიქტის დროსაც ერთ-ერთი ფიგურანტი იმ მოლაპარაკებების რომელიც ჩატოვეს.

რაც არ უნდა ხელოვნური ყოფილიყო ბევრი პროცესი, ჩვენ ხომ გვესმის, რომ დასავლეთი ვერასოდეს ვერ გაიგებს ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერის ჯდომას ციხეში და აქ მშვიდი პოლიტიკური პროცესის გაგრძელებას.

ვიღაცეები, რომ არ გვეუბნებოდნენ ამას ხომ ჩვენც უნდა ვხვდებოდეთ“- განაცხადა ვახო მეგრელიშვილმა.

მისი თქმით, ამ სიტუაციიდან საუკეთესო გამოსავალი იქნება ის, რომ როგორც ოპოზიცია ასევე ხელისუფლება შეთანხმდნენ და ერთად დაიწყონ საპარლამენტო საქმიანობა.

„რამდენჯერაც „ქართულმა ოცნებამ“ მოლაპარაკებების დროს გაამწვავა პროცესი, ეს უკავშირდებოდა იმას, რომ „ნაციონალურ მოძრაობას “ ურტყამდა პირდაპირ.

მთავარი პრეტენზია რაც შეიძლება გვქონდეს არის ის, რომ ხელისუფლების ნებაზე ვერ იქნება ადამიანის გათავისუფლების საკითხი.

ჩვენს დღის წესრიგში ნიკა მელიას გათავისუფლება ცვლილებას შეიტანდა. ჩვენი საუკეთესო გამოსავალი ამ შემთხვევაში იქნებოდა, რომ ოპოზიციაც, ხელისუფლებაც მისულიყვნენ შეთანხმებაზე და შემდეგ ერთობლივად დაგვეწყო საპარლამენტო პროცესი.

ჩვენი ამოცანაა, რომ ამ ვითარებამ განსაკუთრებულად წაგებული არ დაგვტოვოს, უნდა გვქონდეს ჩვენი საკუთარი იდენტობა“- განაცხადა ვახო მეგრელიშვილმა.

ინფორმაციისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას პროცესი გადაიდო.

მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა იმის თაობაზე, რომ ნიკა მელია აღკვეთის ღონისძიების გადახედვის სხდომას დაესწროს.

ნიკა მელიას სასამართლო პროცესი 13 აპრილს ჩაინიშნა.

იხილეთ აგრეთვე:

✅ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გადაიდო

✅„ნიკანორ მელიას და მისი ადვოკატების მიზანია, რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს მისი პატიმრობაში ყოფნა“- პროკურორი