მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ესტონეთი საქართველოს საზღვარს უხსნის

ესტონეთის დროშა

6 ივლისიდან საქართვლოში მცხოვრები პირებისათვის ესტონეთში შესვლის შეზღუდვა უქმდება. ამის შესახებ ინფორმაციას ესტონეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

ესტონეთის რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით, ევროკომისიის მიერ საზღვრების ეტაპობრივი გახსნის რეკომენდაციის საფუძველზე, 6 ივლისიდან ქვეყანაში შემოსვლის უფლება ექნებათ ევროკავშირის არა წევრი 14 ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან მომავალ მგზავრებს.

„ამასთან, საქართველოდან ესტონეთში გამომგზავრებისას პირი უნდა აკმაყოფილებდეს შენგენის ზონაში ლეგალურად შემოსვლის მოთხოვნებს.

ესტონეთის საზღვრის გადმოკვეთისათვის აუცილებელი წინაპირობაა: საზღვრის გადაკვეთისას პირს არ უნდა აღენიშნებოდეს კორონავირუსის სიმპტომები, პირი იმ ქვეყანაში, საიდანაც მოემგზავრება ესტონეთში, იმყოფებოდა ბოლო 14 დღის განმავლობაში (COVID-19-ის ინკუბაციისათვის საჭირო პერიოდი). საგულისხმოა, რომ იმ შემთხვევაში თუ ქვეყანაში, საიდანაც პირი შემოდის ესტონეთში, კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი ბოლო 14 დღის განმავლობაში 100 000 მოსახლეზე 16 დაინფიცირებულზე მეტია, მგზავრი დაექვემდებარება ორკვირიან სავალდებულო თვითიზოლაციას“, - ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.