მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადება საქართელოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე

ბალტიისპირა ქვეყნები

ესტონეთის, ლიეტუვის და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ ვითარებას აფასებენ და პოლიტიკურ ძალებს თავშეკავებით მოქმედებისკენ მოუწოდებენ.

„ჩვენ, ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები სერიოზულ შეშფოთებას გამოვხატავთ საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით და მოვუწოდებთ პოლიტიკურ ძალებს, იმოქმედონ თავშეკავებით, განმუხტონ სიტუაცია და ეძებონ კონსტრუქციული გამოსავალი საქართველოს ინტერესებისა და ყველა მისი მოქალაქისთვის. ჩვენ ხაზს ვუსვამთ კანონის უზენაესობისა და პოლიტიკური დიალოგის კრიტიკულ მნიშვნელობას ამ მიმდინარე კრიზისის გადასაჭრელად.

შეშფოთებული ვართ ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებით. ეს რისკები ძირს უთხრის მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის დიალოგის შესაძლებლობას.

გვჯერა, რომ საქართველოს მომავალი არის თავისუფალი, დამოუკიდებელი და დემოკრატიული სახელმწიფო. მხარს ვუჭერთ საქართველოს მოქალაქეების არჩევანს, დაუკავშირონ მათი ქვეყნის მომავალი დემოკრატიულ ტრანსატლანტიკურ საზოგადოებას და მიისწრაფოდნენ ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციისკენ. ჩვენ ხაზს ვუსვამთ პოლიტიკური სტაბილურობის მნიშვნელობას, რათა ამ ამბიციურ საგარეო პოლიტიკურ მიზნებს მიაღწიოთ“, - წერია განცხადებაში.