მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების შეხვედრა დასრულდა 

ვაშაძე საკუთარ განცხადებებზე საუბროობს

საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის რეზიდენციაში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების გრიგოლ ვაშაძის და კობა ნაყოფიას შეხვედრა დასრულდა. 

შეხვედრის დასრულების შემდეგ პარტიის წევრებს დეტალებზე არ უსაუბრიათ და მხოლოდ მცირე კომენტარებით შემოიფარგლნენ.

როგორც გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რეზიდენციაში მისვლა სთხოვეს, რადგან საკუთარი მოსაზრებები წარმოედგინათ.

კითხვაზე, როდის გაიმართება მოლაპარაკების მესამე რაუნდი, კობა ნაყოფიამ უპასუხა: „არ ვიცი, გაიმართება თუ არა“.

👉 ინფორმაციისთვის, მთელი ოპოზიციური სპექტრი 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და აცხადებს, რომ ის გაყალბებულია.

👉 ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, რომელმაც 1%-იანი ბარიერი გადალახა, საკანონმდებლო მანდატების გამოყენებაზე უარი განაცხადა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 👇

🔶როდის შეიკრიბება მე-10 მოწვევის პარლამენტი?

🔶რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია მანდატებზე უარს იტყვის?