მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრა მიმდინარეობს

ჰარცელი შეხვედრაზე

ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრა მიმდინარეობს. 

შეხვედრაზე სავარაუდოდ საქართველოში დღეს განვითარებულ მოვლენებს განიხილავენ. ვრცელდება ინფორაცია, რომ შეხვედრას დაესწრება საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი.

ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

ინფორმაციისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას გამოძიება 2019 წლის 20-21 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება.

23 თებერვლის დილას, სპეცრაზმი „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შეიჭრა და ნიკა მელია დააკავა. ამავე ღონისძიებისას პოლიციამ ადმინისტრაციული წესით ასევე 21 პირი დააკავა.

✔️ „ახალი არჩევნები იქნებოდა გზა ეჭვები რომ გაქარწყლებულიყო“ - მეთიუ ბრაიზა