მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ევროკავშირის მათხოვრები არ ვართ - ანზორ მელია შვილისთვის გირაოს გადახდაზე

ნიკა მელიას მამა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას მამა, ანზორ მელია გავრცელებულ ინფორმაციას, ევროკავშირის მხრიდან ნიკა მელიასთვის გირაოს თანხის გადახდის შესახებ, თავზე ლაფის დასხმას უწოდებს.

ანზორ მელიას თქმით, ის მზადაა, ქონება გაყიდოს და მისი შვილისთვის შეფარდებული გირაოს თანხა ამ გზით გადაიხადოს, თუმცა ამას თავად ნიკა მელია უკრძალავს.

„ეს არის თავზე ლაფის დასხმა, სულ გავყიდი ყველაფერს კაპიკებად და იმ 11 000 ევროს გადავიხდი, მაგრამ ნიკამ ამიკრძალა და მე ჩემს შვილს ვეთანხმები. არავის მათხოვრები ჩვენ არა ვართ.

რატომ უნდა გადაიხადონ ამიხსნან. ხომ იყო ახლა სასამართლო, რა გირაოზეა საუბარი, გირაო მოხსნილია და კიდევ იძახიან და ამართლებენ, ვინ არიან ეს უნამუსოები.

ახალი პარლამენტარები რომ გამოდიან, რა გაუკეთებიათ ნიკას კაცობის მეათასედი რომ არ აქვთ. შვილებს თვალებში ვერ უყურებენ. სავარძელია მთავარი?“, – ამბობს ანზორ მელია „პრაიმტაიმთან“ საუბრისას.

ინფორმაციისთვის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას ბრალი 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მისი ხელმძღვანელობისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით აქვს წარდგენილი. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 17 თებერვალს შეეფარდა.

ნიკა მელია 23 თებერვალს საკუთარ კაბინეტში დააკავეს და ის სასჯელს რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდის.