პოლიტიკა

საქართველოს პენიტენციური სისტემის რეფორმებს ევროკავშირი დადებითად აფასებს

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ლოგო
14:16 03.07
დაკოპირებულია

2 ივლისს ევროკავშირ-საქართველოს ადამიანის უფლებათა ყოველწლიური დიალოგის მე-13 რაუნდი დისტანციურ რეჟიმში გაიმართა და 2019 წლის მაისიდან დღემდე საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით განვითარებული მოვლენები შეფასდა. აღნიშნულ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ევროკავშირის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს მიერ მიღწეულია მნიშვნელოვანი პროგრესი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის აღმოფხვრის მიმართულებით.

„ევროკავშირი ასევე მიესალმა პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემებში მიმდინარე რეფორმებს და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ კოვიდ19-ის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით განხორციელებულ წარმატებულ ღონისძიებებს. ადამიანის უფლებათა ყოველწლიურ დიალოგში საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, ხოლო ევროკავშირის დელეგაციას ხელმძღვანელობდა ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის სამმართველოს უფროსი, რიჩარდ თიბელსი. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მხრიდან დიალოგში მონაწილეობდნენ საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან სარაჯიშვილი.საერთაშირისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსი ბექა ძამაშვილი და ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი თამუნა როსტიაშვილი“, - აღნიშნულია პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ადამიანის უფლებათა დიალოგის შემდეგი რაუნდი 2021 წელს თბილისში გაიმართება.

რუსეთის აგრესია

12 წელი აგვისტოს ომიდან

რუსეთ-საქართველოს ომიდან 12 წელი გავიდა. 2008 წლის 8 აგვისტოს, პირველად ცივი ომი...
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ რუსეთ-საქართველოს ომის...
01:00
რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის 12 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობ...
00:50
„დღევანდელი კონფერენცია საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ 2008 წელს განხორციელებული სამხედრო აგრეს...
00:43
აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში რუსეთის ფართომასშტაბიანი ინტერვენციის შედეგად დაღუპულთა ხსოვნისთვ...
00:12
ეუთოს განცხადება ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის უსაფრთხოების კო...
რუსეთ-საქართველოს ომის 12 წლისთავთან დაკავშირებით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მაღალი დონის წარმომ...
20:06 07.08
თეა ახვლედიანი: ომით დაშორიშორებული საზო...
„გამყოფი ხაზების ორივე მხარეს მცხოვრები ადამიანების ფუნდამენტური უფლებების უხეში...
ირაკლი სესიაშვილი: სტრატეგიულ, ოპერატიულ...
„ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ტრაგიკული დღეა რუსეთ-საქართველოს ომი, რომელიც,...
აშშ-ში უმუშევრობა ორნიშნა მაჩვენებელზე ნ...
შეერთებულ შტატებში უმუშევრობა მესამე თვეა მცირდება, თუმცა ის კვლავ ორნიშნა მაჩვე...