პოლიტიკა

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური მოუწოდებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესს გადახედოს

ევროკავშირის საგარეო
ქმედებათა სამსახური
1617821580
დაკოპირებულია

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის განცხადებით, საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცედურებსა და წესებში ხარვეზები არაერთხელ დაფიქსირდა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესის გადახედვა საქართველოსთვის მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშის გამოყოფის პირობაა.

„ევროკავშირს არაერთხელ გამოუთქვამს შეშფოთება შერჩევის პროცესში ხარვეზებისა და მოქმედი წესების გამო. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი მიესალმება შესარჩევი პროცესის სამართლებრივი ჩარჩოს ცვლილებების ინიციატივას, იმედგაცრუებას იწვევს, რომ საქართველოს პარლამენტმა ნაჩქარევად შეიმუშავა და მიიღო ეს ცვლილებები ინკლუზიური კონსულტაციის პროცესის გარეშე. ჩვენ ვწუხვართ, რომ საქართველომ წარსულში უკვე შეიტანა ნაჩქარევად ცვლილებები ამ კანონმდებლობაში ვენეციის კომისიისთვის დროული მიმართვის, ან საბოლოო დასკვნის ლოდინის გარეშე.

ამგვარად, ევროკავშირი მტკიცედ ურჩევს საქართველოს, რაც შეიძლება მალე მიმართოს ვენეციის კომისიას შეფასების თხოვნით, შეესაბამება თუ არა მიღებული შესწორებები მის წინა რეკომენდაციებს. ვენეციის კომისიის მიერ დამტკიცებული ახალი წესები უნდა გავრცელდეს ყველა აპლიკანტზე.

უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს უმაღლესი სასამართლო ინსტანცია, უზენაესი სასამართლო შედგებოდეს უმაღლესი პროფესიონალური კომპეტენციის და პატიოსნების მქონე მოსამართლეებისგან. ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესის გადახედვა არის საქართველოსთვის მიმდინარე პროგრამის ფარგლებში მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშის გამოყოფის პირობა“, – ნათქვამია განცხადებაში.

კონფლიქტოლოგი

„ზელენსკის მოქმედება მშვენიერი ილუსტრაცი...

„თავის დროზე, ზელენსკიმ თამამად განაცხადა, რომ რუსეთისგან ეს პროვოკაცია კუნთების თამაში იყო და როგორც ჩანს, რუსეთი ამჯერად ამით შემოიფარგლა. ეს, რა თქმა უნდა, დასასრული არ არის, რადგან შესაძლოა, კიდევ გაგრძელდეს სხვადასხვა ეტაპზე, სანამ რუსეთი თავისას არ მიაღწევს და უკრაინას არ აიძულებს, ხელი მოაწეროს დონბასთან ისეთ ხელშეკრულებას, რომელიც მას აწყობს“, - ასე აფასებს კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარების დიდი მასშტაბით განლაგების საკითხს.

„ჩვენ ძალიან ბევრი დრო დავკარგეთ, დაიკარგა ფაქტობრივად, 2014 წლიდან მოყოლებული დრო. დავკარგეთ ზუსტად ის პერიოდი, რაც ღარიბაშვილი აღარ იყო მთავრობაში, როგორც პრემიერ-მინისტრი,“ - ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტმა, ლადო პაპავამ განაცხადა.

1619175770

საქართველო მიესალმება უკრაინის საზღვარზე დეესკალაციისკენ მიმართულ ნაბიჯებს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

1619175089

ლესბოსელ წყვილზე ძალადობაში ბრალდებული სასამართლომ 3 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა - ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტი, ნინო ბოლქვაძე სოციალურ ქსელში წერს.

1619174828

ოკუპირებული ტერიტორიებიდან, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმუნიზაციის კაბინეტები დაათვალიერა, - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

1619174700
NCDC-ის დირექტორი

„ივლისისთვის აცრის ყოველდღიური მაჩვენებელი 10...

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, კოვიდვაქცინაციის პროცესი უფრო აქტიური უნდა გახდეს, რადგან ამ ტემპით ვაქცინაცია საკმარისი არ არის.

1619174328
1619171823
„ვიცი რა შეიძლება იყოს ვაქცინაციის რეკლა...

„რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილი წევრის დავით ზურაბიშვილის განცხადებით, კოვიდვაქცინაციის შესახებ ეჭვების გასაქრობად, საჭიროა ბიძინა ივანიშვილი საჯაროდ აიცრას.

დავით ზალკალიანი უკრაინელ კოლეგას დმიტრო...

საქართველოს ვიცე-პრემიერმა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა უკრაინელ კოლეგასთან დმიტრო კულებასთან, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

მიხეილ ბოცვაძე: პირველ რიგში, ქვეყანაში...

„ენერგო-პრო ჯორჯია გენერაციის“ გენერალური დირექტორი მიხეილ ბოცვაძე, ქვეყანაში არსებული ჰესების ეფექტურობის შენარჩუნებაზე და გაზრდაზე საუბრობს.