მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ევროკავშირის უპრეცედენტო გადაწყვეტილება, ჩვენს ქვეყანაზე კარგად არ აისახება“ - ლევან ხაბეიშვილი

ნაციონალური მოძრაობის წევრი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ევროკავშირის მიერ მიღებული უპრეცედენტო გადაწყვეტილება ქვეყანაზე კარგად არ აისახება.

ხაბეიშვილის თქმით, ევროკავშირი ცხადად აღიარებს, რომ საქართველოს პოლიტიკური დევნილი ჰყავს.

„ფაქტია, რომ ევროკავშირის ეს უპრეცედენტო გადაწყვეტილება ჩვენს ქვეყანაზე კარგად არ აისახება. რადგან ხელისუფლებამ იმდენი გააკეთა, რომ ევროკავშირი ცხადად აღიარებს, რომ პოლიტიკური დევნილი გვყავს. გირაოს კი არ იხდის, არამედ იცდის გამოსასყიდს.

შესაბამისად, ხელმოწერის დღესაც „ოცნებამაც“ აღიარა, რომ ნიკა მელია არის პოლიტიკური მძევალი. ისინი ამბობდნენ, რომ მელია უნდა დათანხმდეს გირაოს, ასევე ამბობდნენ, რომ მელიამ თითქოს ხელი უნდა მოაწეროს და ასე შემდეგ. ნიკა მელია არაფერს დათანხმებულა, მას ხელი არაფერზე არ მოუწერია. ეს გამოსასყიდი ჩარიცხა ევროკავშირმა და არა პირობითად, რომელიმე კონკრეტულმა ადამიანმა. ჩვენ ვაგრძელებთ პრინციპულ ბრძოლას“, - განაცხადა ხაბეიშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

ინფორმაციისთვის ევროკავშირმა ნიკა მელიას გირაოს თანხა ჩარიცხა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას ბრალი 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მისი ხელმძღვანელობისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით აქვს წარდგენილი. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 17 თებერვალს შეეფარდა.

ნიკა მელია 23 თებერვალს საკუთარ კაბინეტში დააკავეს და ის სასჯელს რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდის.

ამავე თემაზე:

🔴 „მშობელი ვარ და ყოველთვის მინდოდა, ჩემი შვილი თავაწეული გამოსულიყო“ - ანზორ მელია

🔴 ევროკავშირმა ნიკა მელიას გირაოს თანხა ჩარიცხა

🔴 „ქართულ პოლიტიკაში დინამიკა დაბრუნდება, ნიკა მელია წელგამართულია“ - გია ხუხაშვილი

🔴 „პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით „ნაციონალურ მოძრაობაში“ აზრთა სხვადასხვაობა არსებობს - სალომე სამადაშვილი