მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ევროპამ და ამერიკამ რომ არ მიგვატოვოს ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ამ თავდადების და ბრძოლის მაგალითები“- მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი უკრაინულ გაზეთს პასუხობს

„ქართულმა საზოგადოებამ უნდა ისწავლოს თავდაცვა არეულობისგან და ძალადობისგან“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისი თქმით, ქვეყანას ეროვნული ერთობა და შეთანხმება სჭირდება.

„ყველამ თავისი რეგიონიდან უნდა ამოიღოს ხმა და გააპროტესტოს ის რაც ხდება. ეს არის შეშინებული მთავრობა, ის რომ მათ ასეთი აგრესიული რიტორიკა აქვთ სისუსტის ნიშანია და შიდა არეულობის, ერთმანეთს ამხნევებენ და თავს იცავენ.

ევროპამ და ამერიკამ რომ არ მიგვატოვოს, ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ამ თავდადების და ბრძოლის მაგალითები.

ეროვნული ერთობა და შეთანხმება გვჭირდება. არ უნდა მივცეთ საშუალება სწრაფი ესკალაციის, მაგრამ ჩვენი მხრიდან გაჩერება არ შეიძლება.

ჩვენი ერთადერთი ამოცანაა, რომ ყველგან გადავიდეთ აქტიურ მობილიზაციაზე უსამართლობის წინააღმდეგ, არ შემოვიფარგლოთ ერთჯერადი აქციებით, ჩვენ მყარად უნდა ვიდგეთ საქართველოს სადარაჯოზე“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

იხილეთ აგრეთვე:

✔️„საქართველოს ისტორიაში არასოდეს მომხდარა ასეთი სახით, ბრუტალურად დაეპატიმრებინათ მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი“ - სააკაშვილი

✔️მელიას დაპატიმრების შემთხვევაში დაბრუნდება თუ არა სააკაშვილი საქართველოში - ექსპრეზიდენტის განცხადება

✔️„საბრალო ჩემო ქვეყანა, ვის ხელში ხარ ჩავარდნილი - ამათი ბოგინი დასასრულს უახლოვდება“ - სააკაშვილი