მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ევროპარლამენტარი: ნიკა მელიას დაკავება დემოკრატიული გზიდან უკან დახევის მიმართულებით აისბერგის წვერია

ევროპარლამეტარი

ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა ნიკა მელიას დაკავების ფაქტს გამოეხმაურა. ის ამბობს, რომ ევროპაში წინსვლის გზა პოლიტიკურ პატიმართა ჩამონათვალის დამატება არ არის.

„აბსოლუტურად იმედგამაცრუებელი მოვლენები ვითარდება საქართველოში.

ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავება დემოკრატიული გზიდან უკან დახევის მიმართულებით აისბერგის წევრია. არსებულ სიაში ახალი პოლიტიკური პატიმრების დამატება ევროპისკენ განვითარების გზა არ არის“- წერს ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა საკუთარ „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ სამართალდამცველებმა, 23 თებერვალს დაახლოებით 09:00 საათზე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია დააკავეს.

ნიკა მელიას მხარდამჭერები პარტიის ოფისთან აქციას მართავენ.

ოპოზიციის ლიდერი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ინფორმაციისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას გამოძიება 2019 წლის 20-21 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება.

იხილეთ აგრეთვე:

✔️„ის, რაც დღეს საქართველოში მოხდა შემაშფოთებელია“ - ანდერს ფოგ რასმუსენი

✔️„უთანხმოების მოსაგვარებლად ძალის გამოყენების ნაცვლად, საჭიროა სათანადო დიალოგის წარმოება“ - ურმას პაეტი მელიას დაკავებაზე

✔️ლუკ კოფი: პუტინი იმარჯვებს, სიმშვიდეა საჭირო