პოლიტიკა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი გერმანიის ელჩს შეხვდა

მაკა ბოჭორიშვილი
გერმანიის ელჩს შეხვდა
1610563066
დაკოპირებულია

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი გერმანიის ელჩს ჰუბერტ ქნირშს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. 

მათივე ცნობით, შეხვედრაზე საქართველო-გერმანიის ორმხრივი ურთიერთობებისა და საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში გერმანიის მხრიდან გაწეული დახმარების შესახებ ისაუბრეს.

მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, გერმანიასთან საქართველოს ურთიერთობების გაღრმავებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

„ჩვენ ვისაუბრეთ დღეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების მდგომარეობაზე და ამ ურთიერთობების პერსპექტივაზე, რას შეიძლება მივაღწიოთ უახლოეს დროში და როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ასოცირების შეთანხმებით მონიჭებული შესაძლებლობები იმისათვის, რომ საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს ის დიდი მონაპოვარი, რაც არის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

შეხვედრისას გერმანიის ელჩმა კომიტეტის თავმჯდომარეს თავისი ხედვები გააცნო თუ როგორ შეიძლება უკეთ იქნეს გამოყენებული ეს შესაძლებლობები. ასევე, საუბარი შეეხო იმას თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული მომავლისათვის ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა და განათლება.

მხარეებმა ისაუბრეს 2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის გაკეთების პერსპექტივების შესახებ.

„ასოცირების ხელმოწერიდან 10 წელი იქნება გასული და ეს ის დროა, როდესაც ჩვენ ლეგიტიმური უფლება და შესაძლებლობა გვაქვს განვიხილოთ ევროკავშირთან ურთიერთობების ახალ დონეზე აყვანა, რასაც ელჩის თქმით, გერმანია, მიესალმება“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ინფექციური კლინიკის
დირექტორი თენგიზ
ცერცვაძე, 2020

აიცრებიან თუ არა კოვიდგადატანილი ადამიან...

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე განმარტავს, თუ როდის მოხდება იმ ადამიანების ვაქცინაცია, რომლებმაც კორონავირუსი უკვე გადაიტანეს. 

1611481911

მზიურის პარკში მოსწავლეთა მშობლებმა სკოლების გახსნის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს.

1611496006

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, მოსკოვის ცენტრში გამართულ არასანქცირებულ აქციებში არცთუ ისე ბევრი ადამიანი იღებდა მონაწილეობას. 

1611493721

ტრაილერის ქართველი მძღოლები დახმარებას ითხოვენ. 

1611491609

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა სეფაშვილი, ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა, რომელიც სამხედროებისათვის კვებითი პირობების უზრუნველყოფას

1611489947
პატრიარქის თანამოსაყრდე
2020

„სინანული გულისხმობს გამოსწორებას, ადამიანის...

პატრიარქის თანამოსაყდრემ მეუფე შიომ საკვირაო ქადაგებაზე სინანულის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არის მუდმივი მობრუნება ღმერთისკენ. 

1611483787
„ახალ შტამს 60-70%-ით მეტი გადამდებობა ა...

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ კორონავირუსის ახალ შტამს 60-7-%-ით მეტი გადამდებობა აქვს.

1611480747
„თებერვალში საქართველო კოვიდინფექციის სა...

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, საქართველო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 20 000 დოზის მიღებას თებერვალში ელის.

რუსეთში აქციაზე დაკავებული ბავშვები მშობ...

რუსეთის დედაქალაქში, მოსკოვის ცენტრში გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებული ბავშვები ოჯახებს დაუბრუნეს. ინფორმაციას გამოცემა ria ავრცელებს.