პოლიტიკა

„ევროპის დღის“ აღსანიშნავი კვირეული გაიხსნა

„ევროპის დღის“
აღსანიშნავი კვირეული
გაიხსნა
1620304303
დაკოპირებულია

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტისა და კონრად ადენაუერის ფონდის თანამშრომლობით „ევროპის დღისადმი“ მიძღვნილი ევროპის კვირეული გაიხსნა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა და კონრად ადენაუერის ფონდის დირექტორის მოადგილე ჯონათან ნოვაკმა.

კვირეულის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები მონაწილეობას იღებენ ევროკავშირის გაფართოების სიმულაციურ მოლაპარაკებებში.

ცნობისთვის, დასკვნითი ღონისძიება 15 მაისს, საქართველოს პარლამენტში გაიმართება, რომლის ფარგლებშიც სტუდენტები ევროპარლამენტის მოდელირებულ დებატებში მიიღებენ მონაწილეობას.

ევროპული კვირეულის 8 გამარჯვებული სტუდენტი, კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, ბრიუსელში, ევროკავშირის ინსტიტუტებში სასწავლო ვიზიტით გაემგზავრება.

„ევროპის დღის აღნიშვნა მხოლოდ ლამაზი ტრადიცია არ არის, ეს იმ ფასეულობების ერთგულებისა და მიღწევების დაფასების გამოხატვის კარგი შესაძლებლობაა, რომელსაც დღევანდელი ევროკავშირი ეფუძნება. ერთობა და მშვიდობა, რაც ევროკავშირის ყველაზე დიდი მიღწევაა ყოველდღიურ შრომას და დაცვას საჭიროებს.

ევროპული ოჯახის წევრობა, რაც ჩვენ საერთო ფასეულობებს ეფუძნება, საქართველოს სტრატეგიული მიზანია. 2024 წელს ჩვენ ამ გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი უნდა გადავდგათ, ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის გაკეთების სახით.

ვისურვებ, რომ თქვენ იყოთ ის ახალგაზრდები, ვინც ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მოლაპარაკებებში რეალურად იქნებით ჩართული და დღეს მიღებულ ცოდნას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას მოახმართ“- განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა ,,ევროპული კვირეულის“ გახსნით ღონისძიებაზე.

ინფორმაციისთვის, „ევროპის კვირეული“, Covid 19-ის პანდემიიდან გამომდინარე, ჰიბრიდულ რეჟიმში იმართება.

ჩინეთის განცხადება
ნატოზე

ჩინეთი ნატო-ს მოუწოდებს „ჩინეთის საფრთხი...

ევროკავშირში ჩინეთის წარმომადგენლობამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც მოუწოდა ნატოს „ჩინეთის საფრთხის თეორიზე“ გადამეტებული საუბარი შეწყვიტოს. ამის შესახებ Reuters იუწყება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული,წარსულში ყაჩაღობისთვის ნასამართლევი გ.მ. და 1986 წელს დაბადებული გ.წ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

1623741294

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29 734 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 425 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 309 PCR ტესტით.

1623740967

„ამნისტიის კანონი ჩვენი ინტერესი საერთოდ არ იყო, თუმცა, ჩაიწერა შარლ-მიშელის შეთანხმებაში, რომ უნდა გამოიცეს. ეს იყო საერთაშორისო პარტნიორების ინიციატივა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

1623740870

დღეს, 15 ივნისს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ნაძალადევის რაიონში, რჩეულიშვილის ქუჩაზე, წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს. ინფორმაციას კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

1623740769
„ქართული ოცნების“
თავმჯდომარე ირაკლი
კობახიძე Pia.ge

კაცმა ჩაიდინა ღალატი, ეს იყო როგორც გუნდის, ი...

„კანონის უზენაესობას რომ პატივს არ სცემ, ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ დაპირისპირება და სახელმწიფოს ღალატი“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „მთავარი არხის“ ეთერში.

ირაკლი კობახიძე: 20 ივნისს ძალიან მძიმე...

„20 ივნისს ტყვიების გამოყენება იძულება იყო, რათა მოგერიებულიყო შტურმი პარლამენტზე. შტურმი იყო, ძალიან მძიმე დანაშაული იქნა ჩადენილი, მაგრამ ამ შეტევის მოგერიება შეიძლებოდა უფრო მარტივად“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

„გადაწყვეტილება თითოეულ ბავშვზე ინდივიდუ...

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სამინისტრო საპატრიარქოსთან ერთად ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში მუშაობას განაგრძობს და ყველა ბავშვზე გადაწყვეტილება ინდივიდუალურად იქნება მიღებული.

დენის შმიგალი პრემიერს უკრაინა-საქართველ...

„დიდი მადლობა სტუმართმოყვარე საქართველოში ოფიციალური ვიზიტით სტუმრობის შესაძლებლობისთვის. გვქონდა ძალიან პოზიტიური მოლაპარაკებები უკრაინა-საქართველოს მიმდინარე დღის წესრიგის რიგ საკითხებზე. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მიერ დასახული მიმართულებები შემდგომი თანამშრომლობისთვის მძლავრ ბიძგს მისცემს ჩვენი ურთიერთობების მდგრად განვითარებას, ასევე ჩვენი ქვეყნების ეკონომიკებს“, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი საქართველოს მთავრობის მეთაურს წერს.