მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის დელეგაცია უკრაინის დელეგაციის წევრებს შეხვდა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის დელეგაცია უკრაინის დელეგაციის წევრებს შეხვდა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის დელეგაცია უკრაინელ კოლეგებს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული კავშირების შესახებ ისაუბრეს და თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებით გაღრმავების შესახებ იმსჯელეს.

მათი თქმით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა აქტიური საპარლამენტთაშორისო ურთიერთობისა და საერთაშორისო ფორმატებში კოორდინირებული მუშაობაზე. ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას.

ცნობისთვის, საქართველოსა და უკრაინის საპარლამენტო დელეგაციებმა ერთმანეთს თანამშრომლობისთვის მზადყოფნა და მხარდაჭერა დაუდასტურეს.

ინფორმაციისთვის, დელეგაციის შემადგენლობაში დეპუტატები: ირაკლი კობახიძე, მარიამ ქვრივიშვილი, გივი მიქანაძე, ირაკლი ჩიქოვანი და თამარ ტალიაშვილი შედიან.