მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ევროპულ საქართველოს“ ჩვენ გიგი წერეთლის მამის პარტიას ვეძახით“ - იაგო ხვიჩია

გირჩის წევრი

„ჩვენი პარტიის მხარდამჭერები „ევროპულ საქართველოს“ გიგი წერეთლის მამის პარტიას ეძახიან, მაგრამ ამას საჯაროდ ხომ არ ვიძახდით. რატომ დაიწყეს ჩვენთვის „გირჩი 2“-ის წოდება? ვინ, ვინ და გიგი უგულავა უნდა ხვდებოდეს, რომ თუ ვინმე პარტიიდან წავიდა, დარჩენილებს „გირჩი 2“ არ უნდა ეძახოს“, - ასე პასუხობს პარტია „გირჩის“ თავმჯდომარე იაგო ხვიჩია გიგი უგულავას განცხადებას, რომ ალეკო ელისაშვილი და იაგო ხვიჩია ოპოზიციაში არაუფლებამოსილი არიან. 

მისი თქმით, ოპოზიციური პარტიების წევრების ნაწილისთვის მისი და პარტია „მოქალაქეების“ იდეა, იმის შესახებ, რომ მე-5 რაუნდზე მმართველ გუნდთან საარჩევნო კოდექსის ცვლილებებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების პლებისციტად ჩათვლის საკითხი განიხილონ, მისაღები იყო, ახლა კი გაურკვეველია, რატომ შეიცვალეს აზრი პოლიტიკოსებმა.

კერძოდ, მისი განმარტებით, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი შიდა მოლაპარაკებისას აღნიშნული ორი პარტიის მოსაზრებას იზიარებდა, თუმცა დღეს მოულოდნელად გადათქვა.

👉 ინფორმაციისთვის, „ევროპული საქართველო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ლელო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ „მოქალაქეებისა“ და „გირჩის“ პოზიციას არ ეთანხმებიან. მათი განცხადებით, რიგგარეშე არჩევნების ჩატარების საკითხს ალტერნატივა არ აქვს.

👉 „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას განცხადებით, „მოქალაქეები“ და „გირჩი“ ოპოზიციაში უფლებამოსილ ნაწილად ვერ ჩაითვლებიან. მისი თქმით, პარტია „გირჩის“ ლიდერი იყო და რჩება ზურაბ ჯაფარიძე და დანარჩენი წევრები სატელევიზო ეთერში ჩართვისას „გირჩი 2“-ად მოიხსენია.