მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ევროპულ საქართველოში“ შეხვედრა მიმდინარეობს - ვინ დატოვებს პარტიას?

ევროპული საქართველოს ოფისი

„ევროპული საქართველოს“ წევრები არაფორმალურ შეხვედრას მართავენ. ისინი პარტიაში დაგეგმილ ცვლილებებს განიხილავენ. 

როგორც ჟურნალისტებთან ირმა ნადირაშვილმა განაცხადა, ცვლილებები ნამდვილად იგეგმება, რის შესახებაც პარტიის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე შეხვედრის შემდეგ გააკეთებს განცხადებას.

„ვერ გეტყვით, რომ არაფერი შეიცვლება... ამ გადაწყვეტილებების შესახებ დათო ბაქრაძე და კიდევ ვინც ჩათვლის საჭიროდ, ის ილაპარაკებს“, - აღნიშნა ირმა ნადირაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დავით ბაქრაძემ „ევროპული საქართველოს“ დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. პარტია შესაძლოა დატოვოს გიგი უგულავამაც.

ამასთან, როგორც ცნობილია პარტიაში დაგეგმილია სტრუქტურული ცვლილებებიც.