მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ევროპული საქართველო საავტომობილო აქციას „დაუპიპინე ბიძინას“ მართავს

„დაუპიპინე ბიძინა თბილისი“

დღეს, 21 ოქტომბერს პარტია ევროპული საქართველო საავტომობილო აქციას „დაუპიპინე ბიძინას“ მართავს.

თბილისის ცაზე „დაუპიპინე ბიძინას“ უკვე გამოჩნდა.როგორც ევროპული საქართველოს პრესსამსახურის წარმომადგენელის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მანქანები საქართველოს ყველა დიდ ქალაქში დაუსიგნალებენ ბიძინა ივანიშვილს და ამით ისინი ანიშნებენ, რომ მისი დრო ამოიწურა.

არსებული ინფორმაციის მიხედვით, დღეს, 20:00 საათზე, საქართველოს დიდი ქალაქებიდან ჩამოსული ავტომობილები ერთობლივად დაუსიგნალებენ ბიძინა ივანიშვილს მის ბიზნეს-ცენტრთან.

პარტიის წარმომადგენლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აქცია მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება და მოსახლეობა სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოვა.