მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ევროპულმა საქართველომ“ მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრები - გიგა ბოკერია, დავით ბაქრაძე და სერგი კაპანაძე

პარტია „ევროპულმა საქართველომ“ პარლამენტის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.

როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ კანდიდატების წარდგენისას განაცხადა, ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის უფროსი სერგი კაპანაძე იქნება.

რაც შეეხება პარტიის მაჟორიტარული კანდიდატების სიას მუნიციპალიტეტების მიხედვით, ასეთია:

ზუგდიდი -გიგი უგულავა, ხობი, სენაკი, ფოთი- გოგა ბოკერია, ტყიბული - გიგი წერეთელი, ხელვაჩაური, ქედა, ხულო - ტარიელ ნაკაიძე, რუსთავი- ირმა ნადირაშვილი, ქუთაისი- ოთარ კახიძე, საჩხერე, ჭიათურა, ხარაგაული- სერგო რატიანი, თელავი, ახმეტა, ყვარელი, ლაგოდეხი- ზურაბ ჭიაბერაშვილი, გურჯაანი, საგარეჯო, დედოფლისწყარო, სიღნაღი- გიორგი ღვინიაშვილი, ოზურგეთი, ლანჩხუთი, ჩოხატაური- ხათუნა გოგორიშვილი, მარნეული, გარდაბანი - აჰმედ იმანყულიევი, ახალქალაქი, ნინოწმინდა- არსენ კარაპეტიანი, წალენჯიხა, ჩხოროწყუ, მარტვილი, აბაშა- ლელა ქებურია, სამტრედია, წყალტუბო, ვანი და ხონი- აკაკი ბობოხიძე, ბათუმი - ვახტანგ კალოიანი, ქედა, შუახევი, ხელვაჩაური, ხულო- ნოდარ კახიძე.

თბილისში მაჟორიტარობის კანდიდატად ვაკის ოლქში ელენე ხოშტარია, ხოლო მთაწმინდა-კრწანისში- შალვა შავგულიძე იყრის კენჭს.

2020 წლის საპარალემტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნები ახალი მოდელით, 120/30-ზე ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ პარლამენტში პროპორციული სიით 120 დეპუტატი შევა, მაჟორიტარი კი 30 იქნება.

თბილისში 8 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქია წარმოდგენილი, რაც შეხება საქართველოს დანარჩენ ტერიტორიას, აქ 22 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქია შექმნილი.