მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„გადავიტანოთ დისკუსია პარლამენტში და იქ ვიმუშაოთ მთავარ საკითხებზე“ - თალაკვაძე ოპოზიციას

არჩილ თალაკვაძე

„ვურჩევ ოპოზიციას, რომ დაასრულოს სახელმწიფოს გამოცდა და დაუბრუნდეს ხალხის სამსახურს, დაბრუნდეს პარლამენტში და მონაწილეობა მიიღოს ნორმალურ პოლიტიკურ პროცესში,“ - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, გამოსავალი ოპოზიციის მხრიდან მათი პარლამენტის საქმიანობაში ჩართვაში მდგომარეობს.

„გამოსავლად მიმაჩნია, რომ ყველა ოპოზიციური პარტია, რომელიც აირჩია საზოგადოების ნაწილმა, ჩაერთოს პარლამენტის საქმიანობაში, გადავიტანოთ დისკუსია პარლამენტში და იქ ვიმუშაოთ იმ მთავარ საკითხებზე, რაც ჩვენს ქვეყანას აწუხებს.

თალაკვაძე დღეს პრიორიტეტად დეოკუპაციის პროცესისა და ეკონომიკური გამოწვევების მიმართულებით მუშაობას მიიჩნევს.

„ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი არის, რა თქმა უნდა, განვაგრძოთ დეოკუპაციის პროცესი, განვაგრძოთ იმ ეკონომიკური გამოწვევების მიმართულებით მუშაობა, რომელიც დღეს აწუხებს საზოგადოებას.

მნიშვნელოვანია პოსტ-პანდემიური კრიზისის მართვა და სწრაფი ეკონომიკური აღდგენა.

ახლა ქვეყანას სჭირდება გაძლიერება და არა დესტაბილიზაცია და დაპირისპირება.

პარლამენტში ჩვენ შევძლებთ ყველა მთავარ საკითხზე შეთანხმებას.“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

აგრეთვე იხილეთ:

არჩილ თალაკვაძე: რადიკალურმა ოპოზიციურმა ჯგუფებმა პარტნიორების მოწოდებებს ქუჩაში ძალადობით უპასუხეს

თალაკვაძე: თუ ოპოზიცია საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობაზე უარს იტყვის, ჩაითვლება, რომ მისი ბრალდება არჩევნების გაყალბების შესახებ აღარ არსებობს